ტაქტიკური ამოცანების გადაჭრის შემდეგ მანდატებს ყველანი აუცილებლად ჩავაბარებთ და ახალი, დემოკრატიული და კოალიციური პარლამენტის მანდატებზე გადავცვლით, რომელიც აუცილებლად იქნება მოქალაქეთა ინტერესების დამცველი, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაში, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება. ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი პარლამენტიდან მასობრივად გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "მე დღეს შევხვდი და ასევე წერილობითი კომუნიკაცია მქონდა ჩემი თანამებრძოლების დიდ ნაწილთან. პრაქტიკულად ყველა მზადაა, რომ ახლავე გამოვიდეს პარლამენტიდან და დადოს მანდატი. ეს პატრიოტული მიდგომა ძალ...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გიორგი ფანგანი აირჩია. იგი კომისიის წევრის თანამდებობას მეორე ვადით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიკავებს. სემეკის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გ...
არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ, - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის გაგრძელება პარტიის მხოლოდ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. "ჩვენ ამ ნებას თუ დავაფიქსირებთ, გამოვხატავთ, მაშინ ეს საკონსტიტუციო ცვლილე...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ტყის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, 8 თანმდევ საკითხთან ერთად განიხილეს. კანონის პროექტით ახლებურად წესრიგდება, დაცვითი კატეგორიის ტყესთან, ტყის სტატუსის შეწყვეტასა და ტყის სტატუსის დაბრუნებასთან, მოვლით, სანიტარიულ და სარეკონსტრუქციო ჭრასთან დაკავ...
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების, აღმოჩენების მხარდამჭერია. ბანკის გენერალური პარტნიორობით დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოროზმანში იმ ტერიტორიის შესწავლა გაგრძელდება, სადაც ჰომინიდების (პირველყოფილი ადამიანების) გავრცელების ახალი კერ...
"გლაზგოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის...
დღევანდელი ვიზიტის შემდეგ მე ვეღარ ვიტყვი, რომ ის ჯანმრთელად არის, აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა. "დღევანდელი ვიზიტის შემდეგ მე ვეღ...
მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ვიდრე საკონსტიტუციო კენჭისყრები არ იქნება, მანდატების დატოვებაზე თავი შევიკავოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შე...
ჩემთვის ჯერჯერობით არავის უთხოვია აქციებზე შეერთება, – განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ. „მე ზოგადად არც ერთი რევოლუციის წინააღმდეგი არ ვარ, რომელსაც მე ვახსენებ, მაგრამ სხვისი მოხდენილი რევოლუციები არ მინდა ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ჯერჯერობით არ მეპატიჟებიან საერთო რევოლუციაში და სხვები თუ დააპ...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. ორივე სამართალდარღვევა გამოვლენილია აჭარაში. შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები, ჯამში 10 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის უკან...
"ამ არჩევნებით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ სტაბილურობა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ამ ამოცანების შესრულების გარანტად სწორედ ქართული ოცნება მიაჩნია; დაადასტურა, ისიც, რომ არავის მისცემს ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის უფლებას და არ დაუშვებს ძალადობ...
"მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ვალდებულება მოქალაქეებს შეეკითხოს როგორ უნდა განიკარგოს მათი ბიუჯეტი, ჩვენი გუნდი ამ პრინციპით იმუშავებს ყველა მუნიციპალიტეტში" - ასე მიმართა პარტია "საქართველოსთვის" პოლიტ საბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა "ქართულ ოცნების“ წევრებს პლ...
"მომეჩვენა რომ თქვენ დღეს რიტორიკა შეცვალეთ. ამბობთ რომ ვითანამშრომლოთ და საქმე გავაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ იქნება რისკი იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მიზეზი გახდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევქმნათ ისეთი მდიდარი საზოგადოება, რომ მსგავსი რადიკალური მოქმედებების მხარ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობის, წამების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ბ...