დღეს ჩვენ გავხსენით ბათუმის განახლებული აეროპორტი. მოგეხსენებათ, კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ განახორციელა 17 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. თქვენ ნახეთ, როგორი განახლებული აეროპორტი გვაქვს ბათუმში. ასევე, დღეს უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეის...
მოძრაობა "ხალხისთვის"ლიდერი პოლიციაშია დაბარებული. საქმე ორი დღის წინ, ვაშლიჯვარში მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც ანა დოლიძესა და მედიის წარმომადგენლებს მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ინციდენტს პროვოკაციად აფასებს და აღნიშნული მო...
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ფუკუშიმას პრეფექტურაში დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის გამო ცერემონია მასშტაბური არ ყოფილა და მაყურებლის გარშე ფეხბურთის საწვრთნელ კომპლექსში გაიმართა. ოლიმპიური ცეცხლის პირველი ჩირაღდანი აანთო აზუსა ივასიმიძუმ, რომელიც იაპონიის ქალთა ფეხბურთის ნაკრებ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - აქბარ ყასემი ალიაბადთან. შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტნა შიომ. "დღეს, როგორც მოგეხსენებათ, არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული – ჩვენი მართლმადიდებლი ეკლესი...
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს კრიზისი კი არა, გაჯიუტება? - აცხადებს „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანის განცხადების კომენტირებისას. მისი განმარტებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი საკუთარი ამბიციების მძევალია. "ასეთ რაღაცას მე...
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მისი ოცნებაა. "მე ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს, საქართველო ვნახო ერთ დღესაც ევროკავშირის...
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენი, რომლითაც ძალადობით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები - ნ.ჯ. და გ.ა. დამნაშავედ ცნო, უცვლელად ძალაში დატოვა. 2012 წლის 09...
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, პარლამენტში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. ბოკერიას თქმით, ბარიერის დაწევა გახდება აქტუალური მაშინვე, როდესაც დაინიშნება ვადამდელ...
შეერთებული შტატების სენატმა ჯანდაცვის მდივნის თანაშემწედ ტრანსგენდერი ქალი რეიჩელ ლევინი დაამტკიცა. ლევინის კანდიდატურას 52 სენატორი მიემხრო, 48 წინააღმდეგ წავიდა. რეიჩელ ლევინი აშშ-ის ისტორიაში პირველი ღიად ტრანსგენდერი მაღალი რანგის თანამდებობის პირია, რომელიც სენატმა დაამტკიცა. წარსულში ლევინი იდენტიფიცირებული იყო, როგორც მ...
ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნ...
აშშ-ში, ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა რალფ ნორტემმა ხელი მოაწერა კანონპროექტს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. ამგვარად, ვირჯინია გახდა 32-ე შტატი, რომელმაც უარი თქვა თავის ტერიტორიაზე სიკვდილით დასჯაზე. ამ დრომდე ვირჯინიის შტატი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მიხედვით ქვეყანაში ლიდერობდა. ამერიკული მედიის თანახმად, ვირჯინიის არს...
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, აუქციონის წესით, თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია საწლიანი ვადით გაიცა. საქართველოდან თეთრყვავილას ბოლქვების ექსპორტი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება, ყველაზე დიდი რაოდენობით კი, ჰოლანდიაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ლიცენზიის გაცემას, წინ უძღოდა კვოტების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევე...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილიდან დაიწყება, ხოლო საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში. მისი თქმით, საყოველთაო რეგისტრაციის მიზანია, დადგინდეს თუ რამდენ ადამიანს სურს ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში. "ა...
„პირველ რიგში, შემთხვევების ზრდის გამომწვევი მიზეზი არის აქტივობა, მობილობა იმ პირობებში, რომ პირბადის გამოყენების მაჩვენებელი არის შემცირებული",- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში დიდი სიფრთხილეა საჭირო. "სიფრთხილე გვმართებს იმ კუთხით, რომ წესები,...