მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილება შევა ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტში „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილების შე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა რიკ დემსს საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მისი კონსტრუქციული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება,- აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. მისი განმარტებით, სექტემბერში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია გაიმართება. ...
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. აღმაშენებლის ქუჩაზე უხვი ნალექის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა. საცხოვრებელი სახლები დაიტბორა დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე. რამდენიმე სახლში წყალი პირველ სართულზე შევიდა და საოჯახო ტექნიკა დააზიანა. ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე ამოტუმბვითი სამუშაოებ...
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლარიზაცია შემცირდეს. რიკ დემსის თქმით, პოლტიკოსებმა უნდა აკეთონ ის საქმე, რაც ხალხს აღელვებს. „თავიდანვე მინდა, ვთქვა, რომ იშვიათად მინახავს პოლიტიკური გარემო, რომელიც ასე პოლარ...
რუსთაველის გამზირზე, სადაც გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი აბუთიძესა და მთაწმინდის რაიონ...
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის წესი" და ნებართვის მიღების მიზნით მონაცემთა დამმუშავებლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წარსადგენი განაცხადის ფორმა დაამტკიცა. კანონის თან...
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ ჩართულობას. ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას- მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, რომელსაც ბანკი უკვე რამდენიმე წელია ფინანსურ მხარდაჭერას...
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მოთხოვნათა დარღვევების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, თბილისის ტურისტულ ზონებში ჩატარებული შემოწმების შედეგად, ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, თერთმეტს კი ფულადი ჯარიმა დააკისრა. ტურისტულ ზონ...
მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარვადგენთ, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში, აცხადებს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი განმარტებით, სიების წარდგენის ვადა 2 სექტემბრამდეა. "მანამდე სამუშაო პროცესი გვექნება. არსებითად სიებზე მ...
თეა წულუკიანის საქციელი იყო მარტივი პერფორმანსი. მგონია, მიკროფონს დაგიბრუნებთ, ნუ დარდობთ, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. შეგახსენებთ, 22 ივლისს, თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირ...
გორის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე გ.გ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩ...
არჩევნებზე კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის ხმები 70-30-ზე გადანაწილდება - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძის განცხადებით, კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. "დედაქალაქის მერობის არჩევნებზე თუ იქნება ორი კანდიდატურა -კახა კალაძე და ნიკა მელია, ხმებ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის მუშაობაზე და მის სამომავლო პერსპექტივებზე. „ჩვენი სურვილია, რომ ევროპის საბჭო...
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ასფალტი ჩაინგრა, GWP-ს მიერ მიყვანილ მძიმე ტექნიკას მიწა გამოეცალა და ჩავარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "მთავარი" ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც - სამართალდამცავებს დაზიანებული გზის საფარი ყვითელი ...