სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას, ჩვენ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნი...
მივმართავ ჩემს ზუგდიდელ ამომრჩეველს და მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათობით ათას ადამიანს, ვინც მხარი დაგვიჭირა", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა და საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისაკენ მოუწოდა. "დღეს დღ...
საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.8%-ი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 920 934 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 013 507 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7%-ი. სრ...
გურჯაანში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ცოლ-ქმარს მეზობელმა სანადირო თოფიდან დღეს, 19 ოქტომბერს ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, კაცი კი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და გურჯაანის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1950 წელს დაბადებული ა.ზ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშ...
მნიშვნელობა არ აქვს, მიმართვას ვინ აწერს ხელს. ყველა, ვინც ამ წერილს ხელს აწერს, პატივს არ სცემს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას განაცხადა. ...
ნატო-ს 14 ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო წვრთნები, რომლის სცენარი ბირთვული ომის შემთხვევაში, ალიანსის შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. გერმანიისა და ნატო-ს 13 წევრი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ალიანსის ტერიტორიების დაცვის მიზნით დაიწყეს ყოველწლიური წ...
2021 წლის 19 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 44 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსი...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ჯ. ოსტინის ვიზიტს ეხმიანება. "ძალიან ვაფასებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ჯ. ოსტინის ვიზიტს საქართველოში (ისევე, როგორც უკრაინაში), რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „საქართველოს ტერიტორიული...
გურჯაანში მეზობელმა ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, კაცი კი ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს. "რუსთავი 2"-ის ცნობით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფითი ნიადაგზე დაწყებული დავაა, რომელიც მიწის ნაკვეთს უკავშირდება. მომხდარზე მიმდინარეობს გ...
მიხეილ სააკაშვილის მიმართვები გვაჩვენებს, რომ მათი ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა და ეს პირდაპირი მოწოდებაა კანონის დაუმორჩილებლობისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა....
სწორია პოზიცია, როდესაც ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს მეორე ტურში ღიად არ უჭერენ მხარს, მიიჩნევს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი. „ის პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს ღიად არ უჭერენ მხარს,...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი დღეს 15:00 საათზე შეიკრიბება. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, გუშინ, როდესაც სააკაშვილი მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. "გუშინ, ...
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შპს ოპტიმამ ხელი მოაწერეს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს საქართველოს დედაქალაქში ხელმისაწვდომი და მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარების მიზნით. სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ 3700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური სახლისგან შემდ...
მიანმარის სამხედრო ხუნტამ რეჟიმის მოწინააღმდეგე 5 600-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა, რომელიც სამხედრო გადატრიალების შემდეგ, სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ინფორმაცია 18 ოქტომბერს ხუნტის მიერ კონტროლირებადმა სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. გავრცელებული ცნობით, პატიმრებმა უკვე დაიწყეს საპყრობილეებ...