წელსაც ვიხილეთ ოპოზიცია, რომელიც აფრიალებდა ე.წ. გაყალბებულ ბიულეტენებს და ოქმებს, ქვეყნის მტრად და თავდასხმის ობიექტად აცხადებდა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, - განაცხადა „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა. მისი განმარტებით, 64-დან 44 მუნიციპალიტეტში ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "HONG FA SHANG HAI" დააკავეს. გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ო...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ყალბი კოვიდ-პასპორტებისა და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მისცა 9 პირი, მათ შორის ერთი კი დაკავებულია. "საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 107-ე კილომეტრზე ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისათვის საჭირო საბურღი დანადგარის კონვეიერის სამონტაჟო სამ...
ეპიდემიოლოგიური ტენდენციები, ინფიცირების შემთხვევების დინამიკა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღინიშნა, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, ლიანა ქართველიშვილის ლექციას „კლიმატოლოგია და ჰავის რესურსები" დაესწრნენ. აღნიშნული ლექციის...
იტალიაში, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია "შუმი" საერთაშორისო უმაღლესი ტიტულის „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში" მფლობელი გახდა. ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პ...
მე არ მომწონს, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, რომ ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. მის...
კორონავირუსის ახალი შტამი, ჯერჯერობით, საქართველოში არ დაფიქსირებულა, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. "მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან და ...
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კერამიკული ბლოკისა და აგურის საწარმო, "მეტეხი კერამიკა" ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 1.5 მეგავატის გამომუშავე...
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 831-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 4 762 პირს დაუდასტურდა, 3 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 090 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 647 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 443 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 762 ახალი დადასტურებული შე...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმ...
სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე უკანონო ვიდეოთვალთვალის ფაქტი არ დადგინდა, – ამის შესახებ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ადგილობრივი თვითმმართვე...
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ ღონისძიებებს ყალბი კოვიდ-პასპორტებისა და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამამზადებელ და გამომყენებელ პირთა გამოვლენა-მხილების მიზნით. საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გა...