იტალიამ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, - განაცხადა იტალიის პრემიერის პრესსპიკერმა. Italy is closing its airspace to Russian flights — Ferdinando Giugliano (@FerdiGiugliano) February 27, 2022 ცოტა ხნის წინ გერმანია, შვედეთი და ირლანდია შეურთდნენ ...
ხარკოვი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა, - აცხადებს BBC-ის ცნობით, რეგიონის გუბერნატორი ოლეჰ სინეჰუბოვი. გუბერნატორის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა აღადგინეს კონტროლი უკრაინის ერთ-ერთ მთავარ ქალაქ ხარკოვზე. Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში ოლეჰ სინეჰუბოვმა თქვა: "ხარკოვზე კონტროლი მთლიანა...
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომსა და აგრესორის წინააღმდეგ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. კანცლერმა შოლცმა გერმანელ კანონმდებლებთან საუბრისას პირობა დადო, რომ "ძალიან მალე რუსეთის ხელმძღვანელობა იგრძობს, თუ რა მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს...
უკრაინამ გაეროს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელით მიმართა და საქმის დაუყოვნებლივ დაწყება მოითხოვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. "უკრაინამ სარჩელი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთ...
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ რუსული თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე დახურა, ახლა კი საზღვაო პორტების დახურვასაც განიხილავს. ამის შესახებ უკრაინული მედია "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკზე დაყრდნობით წერს. "ევროკავშირის წარმომადგენელმა მაცნობა, რომ ევროკავშირის ქვ...
გერმანია, შვედეთი და ირლანდია შეურთდნენ იმ ქვეყნებს, რომლებმაც რუსული თვითმფრინავებისთვის თავიანთი საჰაერო სივრცე დახურეს. ანალოგიური გადაწყეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები - ინდივიდუალურად მიმართავენ, რადგან აღნიშნული საკითხი ეროვნულ კომპეტენციას წარმოადგენს. არაოფიციალური ინფორმაციით, უახლოეს ხანებ...
უზარმაზარი ზარალი, რომელიც მათ განიცადეს და უკრაინელი ხალხის, შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობამ, კამპანიის პირველი სამი დღის გეგმები ჩაიშალა, ეს აჩვენებს, რომ უკრაინაში შემდგომი შეტევითი ოპერაცია უსარგებლოა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთ...
მიუხედავად იმისა, რომ კიევმა ბელარუსში რუსეთთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, რუსული დელეგაციის წევრები ამ დრომდე მინსკში რჩებიან. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ დიმიტრი მედინსკიმ მედიას განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოსაფიქრებლად კიდევ ერთ საათს აძლევენ. მედინსკიმ თქვა, რომ მოლაპარაკების დაწყე...
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსი სამხედროების დანაკარგების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. კერძოდ, ვარაუდობენ, რომ 24-27 თებერვალს რუსულმა მხარემ დაკარგა 27 თვითმფრინავი, 26 შვეულმფრენი, 146 ტანკი, 706 ჯავშანტექნიკა, ორი დრონი, ორი ხომალდი/კატერი და 60 საწვავის რეზერვუარი. იუწყებიან, რომ ასევე განადგურებულია 49...
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, ლიზ ტრასი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრა, შესაძლოა, პუტინის დასასრულის დასაწყისი იყოს. ამის შესახებ მან Sky News-ის ეთერში განაცხადა. ლიზ ტრასის განცხადებით, ის შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა ამ ომში ყველაზე შემაძრწუნებელი საშუალებები გამოიყენოს. "მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რ...
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში აყალიბებს საერთაშორისო ლეგიონს უცხოელებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინელების გვერდით იბრძოლონ. ზელენსკის თქმით, აღნიშნული ლეგიონი იქნება მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება. „ყველა უცხოელი, რომელსაც სურს, შემოუერთდეს რუსი ოკუპანტებისთვის წინააღმდ...
უკრაინაში რუსეთს საოკუპაციო ძალების შეჭრის ფონზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა. ამის შესახებ ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი. ფედერაციის განცხადებით, საპატიო პრეზიდენტის სტატუსთან ერთად, პუტინს საპატიო ელჩის სტატუსიც შეუჩერა. "უკრაინაში ...
ფინეთი შეურთდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც რუსული თვითმფრინავებისთვის თავიანთი საჰაერო სივრცე დახურეს. ამის შესახებ ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრმა ტიმო ჰარაკამ განაცხადა. "ფინეთი რუსული თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცეს დახურავს", - დაწერა მან Twitter-ზე. მედიის ცნობით, ანალოგიურ...
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს სებ-ი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. "ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი ...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოსალაპარაბელად ბელარუსში ჩასვლას არც კი განიხილავს. ამ განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგრესორი კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის შეთავაზებას გამოეხმაურა. პესკოვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვისთვის, რუსული დელეგაცია უკვე ჩა...