ეს არის ავტოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ნიშნებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. მისი განმარტებით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვებრძვით ადამიანს, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა და ფესვები ღრმად გაიდგა, ჩამოაყალიბა კლასიკური ავტოკრატიუ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. "მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრების შემთხვევაში შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს არ მიმართოთო, თქვა ნიკა გვარამიამ, ეს უკვე არ არის მხოლოდ მისი პირადი საკითხი...
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ნარკოტიკული ნივთიერება - 12 კილოგრამამდე მარიხუანა აღმო...
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება. "ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის პირობებშიც, ირჩევს არა დემოკრატიას, არამედ პუტინის ტიპის გზას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად? ნიშნავს თუ არა ეს...
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ფრანგული ჯგუფის Renault-ის აქტივები სახელმწიფო საკუთრებაში გადადის. კონცერნ "ავტოვაზის" აქციების 67.69 პროცენტი, რომლის მფლობელიც ჯგუფი Renault-ი იყო, გადაეცემა სამეცნიერო-კვლევით საავტომობილო ინსტიტუტს, "რენო-რუსეთის" აქციების...
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება. "დახურეთ ყველა ალტერნატიული სიტყვის/აზრის ტელევიზია! დაიჭირეთ მათი პატრონები ჩაკეტეთ ქვეყანა და გამოაცხადეთ ბატონყმობა!", - წერს მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში. ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ტეოდორა გენჩოვსკას შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა, სადაც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო მიმდინარეობს.შეხვედრაზე საუბრის ძირითად საკითხს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადი და მას...
"ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება, ციმბირი უკან მოეტოვებინათ, - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხის კომენტირებისას. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნი...
საქართველოს პროკურატურა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური არმაზ სანებლიძის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს. „მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი პუბლიცისტ...
შვედეთისა და ფინეთის უსაფრთხოება ნატოში მოსალოდნელი გაწევრიანების შედეგად არ გაძლიერდება და მოსკოვი არ შეეგეუება ამ სიტუაციას, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა. "სიტუაცია, რა თქმა უნდა, რადიკალურად იცვლება იმის ფონზე, რაც ხდება. ჩვენთვის სრულიად აშკარაა, რომ შვე...
"ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია მთავარი გახდება აზოვსტალი" - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა გვარამიას, ე.წ. რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. "ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპან...
კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში". როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამია ხშირად საუბრობდა მისი მოსყიდვის, დაშინების მცდელობის, მის მიმართ განხორცილებუ...
მთავარი არხის გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი გაბუნიას განცხადებით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, ტელევიზია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. „პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლოსგან ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. დღ...
უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთმა ბატალიონმა ხარკოვის ოლქიდან რუსულ ჯარებს უკან დაახევინა და რუსეთთან სახელმწიფო საზღვართან მივიდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის 22-ე ბატალიონმა რუსები განდევნა და სახელმწიფო საზღვართან მივ...