საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა. 7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6592 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6622 ლარი იყო. ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.0064 თეთრით გაუფასურდა დ...
ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ა...
სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი ელექტროგადამცე...
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებელი. სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები. ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია 5 ცხედარი, გადა...
ორი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-95 ალასკის სანაპიროებთან, შეერთებული შტატების სიახლოვეს შენიშნეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბომბდამშენები ნეიტრალურ წყლებზე დაფრინავდნენ. მათივე თქმით, ბომბდამშენების ფრენა ბერინგისა და ჩუკოტკის ზღვების თავზე 9 საათის განმავლობაში გაგრძელდა....
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი...
რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, მეტეოროლოგიური ს...
ირანი აცხადებს, რომ იწყებს ახალი ბირთვული კვლევითი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას. იტყობინება სახელმწიფო სააგენტო IRNA. "ისპაჰანში დაიწყო ბეტონის ჩასხსმა რეაქტორის საძირკველში“, - განაცხადა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოჰამედ ესლამიმ. ისპაჰანის ბირთვული კვლევის ცენ...
11 თებერვალს, მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფორსეტი ტექნოპარკში ღონისძიებას „ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში - STEM DAY” გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე, წარ...
ასურეთში უბედური შემთხვევა მოხდა. საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს საფრენ აპარატში იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, , დაიღუპა 4 და დაშავდა 35 ადამიანი. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, გოლოსეევის რაიონში რუსული ჭურვა მოხვდა 18-სართულიან საცხოვრებელ სახლს, დაიღუპა 4 ადამიანი. მისივე ცნობით, დაშავებულია 32 მშვიდობიანი მოქალაქე, სამმა ადამია...
87 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა. ვაჟა აზარაშვილმა 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისი...
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, დღეს რამდენიმე რეისი გაუქმდა. „ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები – მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები: ბათუმი-თბილისი №801; ზუგდიდი-თბილისი № 869; თბილისი-ბათუ...
თბილისის მერია წელს დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "ვიწყებთ პროცედურებს, რომ წელს დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენ თავიდან 200 ერთეულის შეძენა გვინდო...
ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ, აქტივისტმა ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 2 თებერვალს შეუფარდა. ფერაძე სამართალდამრღვევად ცნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რა...