გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის სხვენში, კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივებმა სადეზინფექციო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც არასასიამოვნო სუნმა შეაწუხათ. ცხედარიც სწორედ სადეზინფექციო სამუშაოების დროს იპოვეს. შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი...
ბელარუსს ახალი სანქციები ელოდება რუსეთის გეგმების გამო, განათავსოს მის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა. 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარ...
რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა და ხაზი გაუსვა PACE-ის მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობი...
სულ მცირე 39 მიგრანტი დაიღუპა აშშ-ის საზღვართან, ჩრდილოეთ მექსიკაში ქალაქ სიუდად-ხუარესის მიგრანტთა დაკავების ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად. მიგრანტთა დაკავების ცენტრი სტენტონის ხიდი მახლობლად მდებარეობს, რომელიც მექსიკის ქალაქს ტექსასში ელ-პასოსთან აერთებს. მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ცენტრალურ...
რუსეთში ტულის ოლქის ეფრემოვის სასამართლომ ალექსეი მოსკალევს, რომლის ქალიშვილმაც სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, რუსული არმიის „დისკრედიტაციისათვის“ ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული ინტერნეტ-გამოცემა „მედიაზონა“ ავრცე...
პრეზიდენტის განცხადებები საკმაოდ უხეში იყო, პარლამენტში მოსვლამდე მაინც შეეძლო, თავი შეეკავებინა, პარლამენტის ტრიბუნა საშუალებას მისცემს, თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი ხშირად საკონსტიტუციო უფლებამოსილებებიდან გადი...
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ბათუმში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო. მან კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „თქვენ ხართ ის ხალხი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ ბრძოლა 2011 წელს. რთული გზა გავიარეთ, ბევრ წარმატებას და გამარჯვებას მივაღწიეთ ერთად...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება. 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძა...
პორტუგალიის მიერ დაპირებული Leopard 2-ის ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ პორტუგალიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ის გვერდზე წერს. პორტუგალიამ უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების გადაცემა „სატანკო კოალიციის“ სხვა პარტნიორებთან ერთად შეათანხმა. „Leopard 2A6-ის ტიპის ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პროგნოზირების შესახებ საერთაშორისო ექსპერტის გამოცდილება გაიზიარეს და საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების დანერგვის პერსპექტივებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტ...
რაც დღეს „რუსულმა ოცნებამ“ იკადრა ნორვეგიის ელჩის დაბარებით, არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით...
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 6 წელი შესრულდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბიომეტრიულ პასპორტს ამ დროისთვის საქართველოს 1 700 000-მდე მოქალაქე ფლობს. „იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქარ...
იტალიაში, ქალაქ ბარიში, 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქალს ჭრილობები შუა ხნის კაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა. დანაშაულის მოტივი უცნობია. ქალი კლინიკაში გადაყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაც...
მიგრაციული სტატისტიკა არის რამდენჯერმე გაუმჯობესებული ჩვენს პერიოდში, რა თქმა უნდა, მიგრაციის არსებული მდგომარეობით ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ იმაზე მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე უკან შემოდის, ეს არის პრობლემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე...