რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს და რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს, ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით, &...
არ შემიძლია არ გკითხოთ რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა? ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა საკუთრი ნება და არჩევანი (31 მარტი, 9 აპრილი, 14 აპრილი, 26 მაისი) და დღესაც გასაგებად გეუბნებათ რა მომავალი უნდა და სად არ უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამე...
პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ იმ დროს, როცა საქართველო ბელარუსს გაუფრთხილდა, ქვეყნის პრეზიდენტმა ოკუპაციის კანონი დაარღვია. "როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა ბელარუსს, ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირს მიერ დაწესებულ შეზღ...
რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა – ომს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმი...
უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს დღეს აქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები იმ ევროპ...
ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით ხელისუფლება უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს, ხალხის მანდატს, გავრილოვის ჩამოყვანით ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, – ასე მიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის...
საქართველოს პარლამენტის სხდომა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს, ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. „მიმართვას ვიდრე დავიწყებ, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას. დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას იმ მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანას ბოლო 10 წლის განმავლობაში მოუტანა ანტიკორუფციული მუშაობის და ამ პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. „რაც შეეხება იმ მიღწევ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდი...
2023 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი ,,აკვაკულტურის შესახებ". შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებით, კანონი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სახელმწიფოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკურად მომგებიანი აკვაკულტურის დარგის მდგრად განვ...
საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „31 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე, „უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულა...
31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ღარიბაშვილის თქმით, 31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება ...
32 წლის წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების დღეს ეხმიანება. როგორც შალვა პა...
CNN -ის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ. პროკურორი ექსპრეზიდენტს ბრალის წაყენების მიზნით სასამართლოში სავარა...
ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“. ნადირაძის თქმით, ა...