საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილება. ასამბლეაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელი პირები. ...
საქართველოს ადგილი ევროპაშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს კომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა. ევ...
პარლამენტის წევრების: კახა კახიშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ანტონ ობოლაშვილის და ირმა ზავრადაშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მომზადდა. საკანონმდებლო ინიციატივაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტე...
დილიდან უკრაინაში კიევის, ჟიტომირისა და ვინიცის ოლქებში განგაში გამოცხადდა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქში (კერძოდ, კიევის შემოგარენსა და თავად დედაქალაქში) აფეთქებების ხმა ისმოდა. კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხლმძღვანელმა ოლექსეი კულებამ განაცხადა, რომ ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტე...
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო სისტემების გადასაცემად ემზადება. გადაწყვეტილების მიღება ამ კვირაში უნდა მოხდეს, წერს CNN-ი მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით. პენტაგონის ეს გეგმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უნდა დაამტკიცოს. CNN-ის წყაროების ცნობით, მოელიან, რომ ...
"მიშას სიცოცხლისთვის" - ამ მოწოდებით, დღეს ,14 დეკემბერს საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები სასამართლოს ეზოში პროცესის პარალელურად, 11:00 საათზე შეიკრიბებიან. 14 დეკემბრის პროცესზე მსჯელობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სასჯელისგან გათავისუფლებას ...
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურ რეჟიმში უნდა დაესწროს. "დავაყენებთ შუამდგომლობას ზოგადად, რატომ უნდა მოხდეს მისი სასჯელისგან გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება და დაიწყება ექსპერტების დაკითხვაც. დაი...
ევროპაში ჰიტლერისა და სტალინის მიერ შემორჩენილი გამყოფი ხაზები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი, ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობდნენ. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სა...
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი" და მისი მიზნები ქართველი ხალხის მიზნებისგან განსხვავებულია. იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა,...
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები მიხეილ თევდორაძე და სერგო ლისიხი (ქართველი) არიან. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ადასტურებენ. 24 თბერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას 36 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სააკაშვილის ადვოკატის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ ავადმყოფი ადამიანისთვის სიგარეტის შეზღუდვა წამებას არ წარმოადგენს. „დააკვირდით, ადვოკატი ამბობს, რომ თურმე სიგარეტის შეზღუდვა საავადმყოფოში მყოფი, მათივე თქმით, საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანის...
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოქმედებდა თვითდაზიანების რეჟიმში, რათა დამძიმებული ჯანმრთელობის ფასად მოეპოვებინა თავისუფლება. „ნათელი იყო თვითდაზიანების რეჟიმი უშუალოდ სააკაშვილის მხრიდან და ამის ყველაზე ნათელი დასტ...
აქტიურად ვაკვირდებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე მანიპულაციურ კამპანიას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და სახელმწიფო დაცული იყოს დეზინფორმაციისგან, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავის 2“-ის ეთერში ჩართვისას. მინისტრმა კომენტარი გააკე...
გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი, იყო შემთხვევები, როდესაც ხელს უშლიდა, მათ შორის, ექიმების საქმიანობას, ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა. ,,როდესაც ჩვენ ვ...
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში, 2022 წლის 24 ნოემბერს, მ.შ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ. გ. და 1...