გმირთა მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. პოლიციამ ამ დროისთვის აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა მოძრაობა აღდგენილია. ფოტო: პუბლიკა
გაეროს გენერალური მდივანი, შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, - განცხადება ამის შესახებ, "ამერიკის ხმის" ცნობით, ფარჰან ჰაკიმ, გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ გააკეთა. მისი თქმით, ანტონიო გუტერეში განსაკუთრებული შეშფოთებით აკვირდება "ძალადობრივ შეტაკებებს და ც...
საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო’ბრაიენი ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობისა და აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი რეაგირების შესახებ ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, ო’ბრაიენი შეხვდა პრემიერ-მინი...
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ივ...
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. ისინი სიტყვით აქციის მონაწილეებს მიმართავენ.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. პრეზიდენტი მეცოლას მხარდამჭერ პოსტს ეხმიანება. "მადლობა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, თქვენი პირადი ერთგულებისთვის და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხისა და მისი მ...
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებთან, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. „ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი...
პრესკონფერენციაზე, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟიგიმანტას პავილიონისს "იმედის" ჟურნალისტმა ჰკითხა რა არის კანონში რუსული. პავილიონისმა თქვა, რომ ეს არის პუტინისტური ინფექცია. „ვფიქრობ, ეს რამდენჯერმე უკვე ვთქვით, რომ არ შეიძლება მეგობრ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 13 პირია დაკავებული. უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს. „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესა...
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას. "ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენ გვესმის თქვენი და თქვენს გვერდი ვდგავართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. არავის აქვს უფლება, წაგართვათ ევროპული ოცნება. არავის აქვს უფ...
მედიაში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავა, რომელიც რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ დააკავეს, ნაცემია. მას სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება. ქაცარავა ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ქაცარავა დღეს სპეცრაზმმა პარლამენტის წინ ანტირუსულ აქციაზე დააკავა....
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილისა და ჯიმ ო’ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ-ნახევარი...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წყვეტს როგორც საპარლამენტო, ასევე 500-მდე საკრებულოს წევრი სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში წყვეტს საქმიანობას. დადგა დრო გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებაში. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გადის თითოეული ქართველის მ...
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში ნუსრატ განი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას. "კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია. როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. დღეს საქართველოს პარლამენტ...
პარლამენტთან ანტირუსულ აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრი წერს. მეუღლის სოფია ხაჭაპურიძის თქმით, ქაცარავამ მას უთხრა, რომ მძიმედაა ნაცემი. „ინგოროყვაში მიჰყავთ, დალეწილი ვარო! დაარეკინეს ჩემთან! - წერს სოფია ხაჭაპურიძე. დავით ქაცარავა დ...