"ალიანსი საქართველოსთვის" საქართველოს პროკურატურისგან გივი თარგამაძისა და ვინმე კონსტანტინეს სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. როგორც ალიანსის თანათავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინული მედიასაშუალებების მიერ გავრ...
. რუსეთის ფედერაცია სეპარატიტული აფხაზეთის ე. წ. ნაციონალურ ბიბლიოთეკას დაეხმარება. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის ე. წ. ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა ბიბლიოთეკის მონახულებისას გააკეთა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ე. წ. ელჩს ბიბლიოთეკის დირექტორმა ბორის ჩოლარიამ აუწყა, რომ ბიბლიოთეკა ქართულ-აფხაზ...
"ლეიბორისტული პარტია" საწვავის შემომტან ოთხ კომპანიას ბოიკოტს უცხადებს. როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ განაცხადა, "სოკარი", "ვისოლი", "რომპეტროლი" და "ლუკოილი" საწვავის ფასებს ხელოვნურად ზრ...
დედაქალაქის მერი გიგი უგულავა პროექტ "თბილისელების ადვოკატის" მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში სტუმრობისას თბილისის მერმა განაცხადა, რომ დღეიდან ყოველდღე გამართავს მიღებას 30-ვე მუნიციპალიტეტში. მიღების განრიგი კი მოსახლეობასთან წინ...
"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი მოსკოვში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დიალოგის წარმოებას მიუღებლად მიიჩნევს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მოსკოვში ოპოზიციის ადგილი არ არის და ხელისუფლებაში მოსვლის ბერკეტი არა მოსკოვზე, არამედ არჩევნებზე უნდა გადიოდეს...
27 იანვარს, 16:00 საათზე, სასტუმრო "ძველ თბილისში'' ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს. ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ან...
ხვალ, 26 იანვარს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, საგურამოში მდებარე ,,ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრს" მოინახულებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანია, რომ მევენახეობა საქართველოში უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ამისათვის საქართველოს ყველანაირი რესურს...
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტში იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მისვლას ითხოვს. ეს მოთხოვნა ლორთქიფანიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ეს არის მისი პირველი საჯარო განცხადება და იმედოვნებს, რომ მას სათანადო ...
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშზე რეაგირებას სთხოვს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ლორთქიფანიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ფრიდომ ...
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი აშშ-ს კონგრესის ყოფილ წევრებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და როგორც შეხვედრის შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებზე საპარლამენტო კონტროლის გ...
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლებას განათლების სექტორის დაფინანსების შემცირებაში ადანაშაულებს. როგორც ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განათლების სამინისტოსთვის გამოყოფილი თანხა პოლიციის დაფინანსებისთვის 2-ჯერ ნაკლებია. "523 მ...
საქართველომ კაბო ვერდესა და დომინიკელთა რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. შესაბამის ოქმს მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შესაბამისი ოქმების თანახმად, საქართველოს და კაბო ვერდეს რესპუბლიკა შორის მეგობრობა და თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლ...
ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე კახა ასლანიშვილი ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხარტიაშვილის ბრალდებებს უარყოფს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ასლანიშვილმა განაცხადა, ზაზა ხატიაშვილი ამჟამად დაკავებულია პოპულისტირი განცხადებებით და ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევა. ...
2010 წელს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსების ხარჯები გაორმაგდა. გუბერნატორის ადმინისტრაცია 2009 წელს 720 700 ლარით დაფინანსდა, წელს კი დაფინანსება 1 252 600 ლარამდეა გაზრდილი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში უნდა გაიზარდოს მომუშავეთა რიც...
27 იანვარს, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიღნაღის თეატრში ცნობილი ლოტბარის, ვალიკო ნანობაშვილის საპატივსაცემოდ, ფოლკლორული საღამო „შემოძახილი ქიზიყიდან" გაიმართება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურში განუცხადეს, ღონისძიებაზე მაყურებელი ამ შემსრულ...