რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებელოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რაიონის გამგებელმა კახა ფანჯანაძემ განუცხადა, ცეცხლი ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების ნაკვეთში, დაუდევრობის გამო გაჩნდა. "საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ერთ-ერთმ...
დღეს, 30 მარტს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვევა და საჯარო სკოლების მანდატურთა პირველი ნაკადის გადამზადების პროცესს გაეცნობა. მინისტრი მომავალ მანდატურებს გაესაუბრება, რომლებიც ორკვირიან ტრენინგს გადიან. 15 აპრილიდან, მანდატურებ...
მოსკოვის მეტროში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-დე გაიზარდა, დაშავებულია 72 ადამიანი, მათგან 26-ის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამის შესახებ რუსული პრესა იუწყება. აფეთქების ადგილას გუშინ სამგლოვიარო აქცია გაიმართა ყველა მსურველს შეეძლო შემთხვევის ადგილზე ყვავილები მიეტანა და სანთლები დაენ...
თბილისში წურწუმიას ქუჩის #29-ში მდებარე სამსართულიანი სახლი იტბორება. სახლის 6-მა ოჯახმა წუხანდელი ღამე ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ გაატარა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მიხეილ კოვძირიძის ოჯახი, რომლის საცხოვრებელში ამ დროისთვის ნახევარ მეტრამდე წყალია დაგროვილი. ამჟამად სახლის სარდაფი წყლი...
დღეს, 30 მარტს, "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს თავისი კანდიდატების სიას, მათ შორის თბილისის მერის პოსტზე. "30 მარტს მოხდება ოფიციალურად იმ კანდიდატების ცესკოსთვის წარდგენა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას&q...
დღეს, 30 მარტს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის NDI -ის ოფისის საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრები იმსჯელებენ თემაზე: "საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და მოახლოებული თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები". სტუდენტებთან ...
თბილისში თვითმკვლელობა მოხდა. 52 წლის მანანა ებანოიძე გურამიშვილის გამზირის № 24-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეთოთხმეტე სართულიდან გადმოხტა. ებანოიძე გურამიშვილის გამზირზე სტუმრად დასთან იმყოფებოდა. იგი ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურის მისვლამდე გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მოტივ...
თბილისში ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრის მეორე სამუშაო სესია გაიმართება, რის შემდგომაც იგეგმება თანათავმჯდომარეების - დავით დარჩიაშვილისა და მილან კაბრნოხის ერთობლივი პრესკონფერენცია. თბილისში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრა გაიმართება. დელეგაციის წევ...
დღეს, 30 მარტს, ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართება. მოლაპარაკებებზე ქართული მხარე კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და დევნილთა დაბრუნების საკითხების დაყენებას აპირებს. თბილისში მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად საერთაშორისო მოლაპარაკებათა გაგრძელება აუცილე...
დღეს, 30 მარტს, საქართველოში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტეოდორ ბაკონსკის ოფიციალური ვიზიტი იწყება. 10:35 საათზე ტეოდორ ბაკონსკი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს მოინახულებს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. 11:00 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგებ...
დღეს, 30 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პროკურატურაში პროკურორთა ტესტირება ჩატარდება. პროკურატურის თანამშრომელთა ტესტირებას იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს. ტესტირება უტარდებათ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურორთა გადამზადების კურსი გაიარეს. ეს კურსი სისხლის სა...
დღეს, 30 მარტს, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" დასრულდება კონფერენცია თემაზე: "დიალოგი პროფესიულ სასწავლებლებსა და დამსაქმებლებს შორის". კონფერენციას ესწრება საქართველოში მოქმედი ყველა პროფესიული სასწავლებლის წარმომადეგენელი, ასევე განათლების სამინისტროს, ბიზნესის სფეროს და საე...
დღეს, 30 მარტს, მოსკოვში მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით გლოვის დღეა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის მერმა იური ლუჟკოვმა მიიღო. რუსეთის დედალქალქში გადაიდება ყვლეა გასართობი ღონისძიება. მოსკოვის მეტროში 29 მარტს ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიან...
დღეს, 30 მარტს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრში ქართულ-გემრანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ქართველი საზოგადო მოღვაწეები "ევტერპეს" პრიზებით დაჯილდოვდებიან. ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისთვის ქართველი საზოგადო მღვაწეები &...
დღეს, 30 მარტს, პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია იგეგმება. პოლონეთის საემიგრაციო ბანაკებში მყოფი საქართველოს 10 მოქალაქე თბილისში ჩამოვა. "დეპორტირებული იქნება საქართველოს 10 მოქალაქე. ამ მიზნისთვის დაქირავებულია სპეციალური რეისი _ ვარშავა-ვენა-ერევანი-თბილისის მიმართულე...