3 დეკემბერს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქცია _ გურიის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სამედიცინო გამოკვლევები _ დასრულდება. დევნილთა გამოკვლევა 2 დეკემბერს დაიწყო. 487 აფხაზეთიდან დევნილს უფასო ამბულატორიული (ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და ლაბორატორიული) გამოკვლევებისა და სამედიც...
3 დეკემბერს, მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში განსასჯელების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. სასამართლო პროცესზე ფარული ვიდეო- და აუდიომასალის გამოქვეყნება მიმდინარეობს. პროცესის დახურვა პროკურორმა მოითხოვა. ფარული მასალების გამოქვეყნების ეტაპის გასვლის შემდეგ სასამართლო პროცესიც გაიხსნება. მუხრ...
3 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები ~შერატონ მეტეხი პალასში~ ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს შეხვდებიან. მხარეები ბიზნესთან დაკავშირებულ აუქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ. საუბარი შეეხება საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში ბიზნესასოციაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევ...
3 დეკემბერს, 13:30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე და ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი მთავრობის კანცელარიაში, ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, რამდენიმე ხელშეკრულებას გააფორმებენ. ხელმოწერას ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდიც დაესწრება. ...
დღეს, 3 დეკემბერს, 16:00 საათზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთი ნაწილის კონსენსუსის შედეგადა მიღწეული. კანონპროექტით ძირითადად დედაქალაქის მერის და საკრებულოს არჩევის და ცენტრალური საარჩევნო კომისიი...
3-4 დეკემბერს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიასის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და უკრაინის წევრობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტერიალი „ყოველწლიური ნაციონალური პროგრამის" შესრულებას განიხილავს და მას სავარაუდოდ, დადებითად შეაფასე...
11:00 _ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 11:00 _ "ჯეოსელის" პროექტ "მე-ანიასთან" დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. 12:00 _ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. 12:00 _ ფინანსთა მინ...
ყაზბეგი _ ზემო-ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა გაამყარებს საქართველოს როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციას, _ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა. მან დღეს სომხეთში ახლადანიშნული საქართველოს ელჩის გრიგოლ ტაბატაძე მიიღო. მისივე თქმით, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა დადებითად აისახ...
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა სომხეთში ახლადანიშნული საქართველოს ელჩი გრიგოლ ტაბატაძე მიიღო. პრემიერ-მინისტრმა ელჩს დანიშვნა მიულოცა და გამოხატა რწმენა, რომ მისი დიპლომატიური საქმიანობა სომხეთში ხელს შეუწყობს ახალი პროგრესის მღწევას სომხურ-ქართულ ურთიერთობებში. სარქისიანმა ხაზგამით აღნიშნა ეკონომიკური თანამშრომობის სტიმულირების...
ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი ამ წუთებში ერგნეთის საგუშაგოზე ოსი სეპარატისტების მიერ გათავისულებულ ორ ქართველ მოზარდთან ერთად მივიდა. ჰამარბერგის განცხადებით, დღეს ცხინვალში დარჩენილი ორი მოზარდის გათავისუფლება ვერ მოხერხდა, თუმცა მათ 10 დღეში გაათავისუფლებენ.
საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ორი კატეგორიის რუსს ეკრძალება - საოკუპაციო ძალების წარმომადგენელს და უშიშროების ჯაშუშებს. ამის შესახებ საქართველოს პრეიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. "ჩვენთან შემოსვლაზე უფრო ნაკლებად ექმნებათ რუსებს პრობლემა, ვიდრე ქართველებს რუსეთში. მაგრ...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთს ევროპული უსაფრთხოების შესახებ კონცეფციას უწუნებს. სააკაშვილის შეფასებით, ახალი კონცეფციით, მოსკოვს სურს ტერიტორიების გადანაწილება თავიდან მოახდინოს. "მაშინ, როცა რუსეთი ვალდებულებებს და შეთანხმებებს თავად არ ასრულებს, უსაფრთხოების ახალ კონცეფც...
ხვალ, 3 დეკემბერს, კომპანია "ჯეოსელი" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოტოპროექტ "მე-ანიას" წარმოადგენს. როგორც "ჯეოსელში~ აცხადებენ, პროექტის დეტალებთან დაკავშირებით 11:00 საათზე პრესკონფერცია გაიმართება, რომელსაც პროექტის ავტ...
ხვალ, 3 დეკემბერს, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარის გია ჭანტურიას მკვლელობიდან 15 წლისთავთან დაკავშირებით ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, მის საფლავთან შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხსოვნას. გაიმართება სულის მოსახსენიებელი ...
ხვალ, 3 დეკემბერს, მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში განსასჯელების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. სასამართლო პროცესზე ფარული ვიდეო- და აუდიომასალის გამოქვეყნება მიმდინარეობს. პროცესის დახურვა პროკურორმა მოითხოვა. ფარული მასალების გამოქვეყნების ეტაპის გასვლის შემდეგ სასამართლო პროცესიც ...