საახალწლო ფასდაკლება და საჩუქრების" ფარგლებში "ელიტელი" და "ელიტ ელექტრონიქსი" ახალ აქციებს იწყებს. მაღაზიათა ქსელი 4 დეკემბრიდან მომხმარებლებს კომპიუტერს სამსუნგის 19-იანი მონიტორით და აკმეს ბრენდის პერიფერიით: კლავიატურა, მაუსი, ვიდეოთვალი, დინამიკები, ინტელის ორბირთვიანი პროცესორით, 1 გბ...
5 დეკემბერს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში (მის: გუდიაშვილის #7) ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა. წერით გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) წარმატებით ჩააბარეს და გამსვლელი...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განცახდებას ავრცელებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ორგანული კანონის პროექტს - "საქართველოს საარჩევნო კოდესში...
7 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტი 2010 წლისთვის ჟურნალისტთა აკრედიტაციის განაცხადების მიღებას იწყებს. მასობრივი ინფორმაციის საშუალების ხელმძღვანელმა განცხადება უნდა წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, დავით ჯანიაშვილის სახელზე. მასში მითითებული უნდა იყოს აკრედიტაც...
ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხს, თუ რატომ არ ხდება ქუთაისში მერის პირდაპირი წესით არჩევა, მაშინ, როდესაც პარლამენტი ამ ქალაქში გადააქვთ. ეს საკითხი დღეს სესიაზე "საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვისას "ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელმა ლევან ვ...
5 დეკემბერს, 12:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მისაღებ დარბაზში გაიმართება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ლონდონის კინოსკოლის ორმხრივი მემორანდუმის ხელმოწერა. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ლონდონის კინოსკოლას შორის ჩამოყა...
"საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებების პროექტში პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის 6 საკითხი დაზუსტდა. აღნიშნული საკითხები ჩამოთვლილია იმ დოკუმენტში, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით, დეპუტატებს კანონპროექტთან ერთად დაურიგდათ. დაზუსტდა, რომ არჩევნების დღეს საუბნო საარჩევნო კომისია გაიხსნება, თუ იქნება არანაკლებ 7 კომის...
ხვალ, 5 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო ვარკეთილში, აქციის _ "დარგე ხე-გაამწვანე შენი გარემო" _ ფარგლებში განაშენიანების აქციას გამართავს. გამწვანების აქცია ჯავახეთის ქუჩაზე მოეწყობა. აქციაში თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად აღსრულების ეროვნული ბიუროსა დ...
დღეს ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილის გახსნისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა, საქართველომ ომის შემდეგ მოახერხა დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ეს არის სრულიად ახალი ბაზა, რომელიც ადრე ამ თვალსაზრისით არ გამოიყენებოდ...
დღეს ვაზიანში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც შეიარაღებული ძალების პირველი საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილის გახსნას დაესწრო, პირობა დადო, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ქართველი ჯარისკაცები უზრუნველყოფილნი იყვნენ კარგი შენობებით, კარგი ანაზღაურ...
ვაზიანში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებული ძალების პირველი საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილზე სიტყვით გამოსვლისას იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არის ჩართული საქართველო ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში. "მთავარი მომენტია ის, თუ რატომ არის საქა...
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიმართ უპრეცედენტო და შეურაცხმყოფელი კამპანია გრძელდება. "2009 წლის 3 დეკემბერს საზოგადოების ერთი ნაწილის სახელით პატრიარქისადმი გავრცელებული მი...
82 წლის ასაკში რუსი მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი გარდაიცვალა. მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, მათ შორის სსრკ-ის სახალხო არტისტი ვიაჩესლავ ტიხონოვი 1928 წლის 8 თებერვალს დაიბადა პავლოვსკი პოსადში, მოსკოვთან. გარკვეული პერიოდი საამქროში მუშაობდა. 1950-60-იან წლებში იქორწინა ნონა მორდიუკოვაზე, რომელიც ...
ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდას გამოეხმაურა. "ჩვენ გამოვეხმაურეთ ჩვენი მოკავშირეების, აშშ-ის, ჩვენი სტრატეგიული პარტნი...
ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილი გაიხსნა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაო 8 თვეს გრძელდებოდა. ვაზიანის სამხედრო ბაზა მიხეილ სააკაშვილმა პირადად დაათვალიერა. "ჩვენი მტერი არის მრავალრიცხოვანი, თავზეხელაღებული და ვერაგი, მაგრამ...