ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩახვაძე მესტიაში, 3 მაისს მომხდარი ინციდენტის გონივრულ ვადებში გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ჩახვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "სახელმწიფო უწყებებიდან ყველა წინასაარჩევნო დარღვევაზე რეაგირების პირობა არსებობს, მაგრამ რეალური შედეგისთვის კო...
"ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ორხევში სოციალურად დაუცველ და დევნილ მოსახლეობას შეხვდა. "აქ ადამიანებს ძალიან უჭირთ და არავის სცხელა გართობისთვის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მერს აქვს საკუთარი ბიუჯეტი, საიდანაც სწორედ ასეთ შემთხვევებზე უნდა ...
სამი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ერთობლივმა საარჩევნო მედიაცენტრმა დღეიდან მუშაობა დაიწყო. მედიაცენტრის საშუალებით ზემოხს...
ჩრდ კორეა სამხრეთ კორეულ ხომალდის ჩაძირვასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. შესაბამის განცხადებას ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის კომისია აკეთებს. ამის შესახებ "სი-ენ-ენი", კორეულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით იუწყება. "ხომალდის ჩაძირვასთან ჩრდ. კორეას არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ უკვე...
სეპარატისტული აფხაზეთი მიმდინარე წლის საკურორტო სეზონზე 700 ათასამდე მხოლოდ რუს დამსვენებელს ელის და ამდენივე ექსკურსანტს მეზობელი კრასნოდარის მხარიდან. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ბარციცმა გააკეთა. მისივე თქმით, ამგვარი ოპტიმისტური პროგნოზის გასაკ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას უკანასკნელ დღეებში რუსეთის საოკუპაციო ძალების და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვე...
სააქციო საზოგადოება "ენერჯი ინვესტის" პრეზიდენტს გენო მალაზონიას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით წაუყენებენ. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადების დამალვას, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, თაღლითობას და ხელმძღვანელის უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. წინ...
"ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანებს "იმედს" და "რუსთავი 2-ს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უჩივლა. ამის შესახებ ძიძიგურმა დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "რუსთავი 2-ს და "იმედის" ეთერში ხელისუფლების მერობის კანდიდატს გიგი უგულავას სხვ...
ეროვნული ბანკის 7-დღიან # 20 რეფინანსირების სესხების აუქციონზე დღეს 150 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის განაცხადი ორ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.00 პროცენტით, მაქსიმალური 5.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონი...
19 მაისს ღამით პარიზში ხელოვნების გალეერედან პაბლო პიკასოს, ანრი მატისის და სხცა ცნობილი მხატვრების ხუთი ნახატი მოიპარეს. ნახატების ღირებულება 500 მლნ ევროს შეადგენს. მძარცველებმა თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმის რკინის ღობის საკეტი გატეხეს და მინა ამოჭრეს. ადმინისტრაციამ მომხდარის შესახებ გამთენიისას შეიტყო. ...
თბილისში, ტაბიძის #1-ში თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი, ხუთ სართულიანი ბიზნეს ცენტრი გახსნა, სადაც მსოფლიოს ცნობილი ბრენდების მაღაზიები განლაგდება. "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" არის პროგრამა, რომელიც თბილისის მერია, ბანკები და სამშენებლო კომპანიები ერთად ვახორციელებთ, რომელიც ახალი სამუშაო ადგ...
ღუდუშაურის კლინიკის 27 წლის პაციენტმა თავი მოიკლა. 27 წლის ლევან ასლანიძე, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან გადმოხტა. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ასლანიძე კლინიკაში თვითმკვლელობის მცდელების გამო მოხვდა. მან სამი დღის წინ თავის მოკვლის მიზნით მედიკამენტების დიდ...
12 ივნისს სტამბულში თურქეთის აფხაზური კულტურის ცენტრების ფედერაციის კონგრესი გაიმართება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, კონგრესს წარმომადგენლები სეპარატისტული აფხაზეთიდან დაესწრებიან. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარე ანზორ მუკბა აცხადებს, რომ ფედერაციის მთავარი მიზანია _ მშობლიური ენის...
ხულოს რაიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც დღეს, განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უწყების გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა განაცხადა, ის სკოლაში საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა. აღნიშნულ კონტექსტში, განათლებ...
ხვალ, 21 მაისს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გამოფენა-კონკურსი "მე მიყვარს თბილისი" გაიხსნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გალერეიდან აცნობეს, ექსპოზიციაში თბილისის საჯარო სკოლებიდან 400 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობს. გამოფენა ხვალ, 16:00 საათზე გაიხსნ...