27 ივნისს, 10: 00 საათზე, თბილისში, დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო ოფროუდ ტურნირი `ექსტრიმ-2010" გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირიდან აცნობეს, ტურნირის ორგანიზატორები არიან - საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირი `ოფროუდ კლუბი~, ვებპორტალი `ადრენალი...
დღეს, 21:00 საათამდე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ დროებით სახიდე გადასასვლელს მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოები უტარდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მდინარე ლიახვზე არსებულ დროებით სახიდე გადასასვლელზე ყველა სახის ავტოტ...
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, 1-5 ივლისს დაგეგმილი აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ესტუმრება. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. თბილისში ჩამოსვლამდე, ჰილარი კლინტონი 1-ელ ივლისს კიევს ეწვევა, საიდანაც პოლონეთში გაემგზავრება, ხოლო შემდეგ ბაქოსა და...
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ დროებით სახიდე გადასასვლელს, მიმდინარე წლის 26 ივნისის შუადღის 15:00 სთ-დან _ 27 ივნისის საღამოს 21:00 სთ-მდე მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოები უტარდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 26 ივნის...
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, სეიმის სპიკერი, ბრონისლავ კომოროვსკი იაროსლავ კაჩინსკის 11%-ით უსწრებს. პოლონეთის პრეზიდენტის ვინაობა საბოლოოდ 4 ივლისს მეორე ტურში გაირკვევა. პირველ ტურში კომაროვსკის მხარი ამომრჩეველთა 41,45%-მა დაუჭი...
დღეს რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ელექტრომატარებელთა მოძრაობა აღდგა. დღეს პირველად ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ადლერის სარკინიგზო სადგურიდან აფხაზეთის მიმართულებით ელექტრომატარებელი გავიდა. ელექტრომატარებელი "ადლერი-გაგრა" ამ დილით, ადლერის სადგურიდან მოსკოვის დროით 07:05 სა...
დაღესტანში ადგილობრივი ბიზნესმენი თავის ავტომობილში აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაღესტნის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ბიზნესმენმა კუთვნილი ავტომობილის კარი გამოაღო. " Toyota Land cruiser"-ის ტიპის ავტომობილი ბიზნესმენის კუთ...
ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის რაზმები და ტექნიკა კასპიის ზღვის რეგიონშია კონცენტრირებული. ამის შესახებ ისრაელის ანალიტიკური ცენტრი DEBKA ირანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. Pრალელურად გავრცელებული ინფორმაციის აშშ-სა და ისრაელის ძალები კონცენტრირებულია აზერბაიჯანის საჰაერო ბაზებზე და ირა...
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი მდინარე მტკვრის ბეტონის ჯებირს შეეჯახა და ამოყირავდა. საბედნიეროდ შემთხვევა მსხვერპლი გარეშე დასრულდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. "...
აღმასრულებელ ხელისუფლებაში მორიგი საკადრო ცვლილებები მოხდა. შესაბამისად, ცვლილებების მოლოდინშია ყველა სამსახურის ყველა რგოლი _ მინისტრის მოადგილეები, სამმართველოებისა და დეპარტამენტების უფროსები, სპეციალისტებიც კი, რადგან საბიუჯეტო ორგანიზაციებში ერთ საკადრო ცვლილებასაც კი ყველაფერის თავდაყირა დაყენება შეუძლია ...
28 ივნისს, ოსი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები კვლავ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებს განიხილავენ. სპეციალურად ამ საკითხისათვის შექმნილი კომისია, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, უკვე მეორედ იკრიბება. ოსი სეპარატისტები ასევე იუწყებიან, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირ...
ყირგიზეთის ქალაქ ოშის მცხოვრებნი, რომლებმაც ქალაქი ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად დატოვეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლებს უბრუნდებიან. ამის შესახებ დროებითი მთავრობის წარმომადგენელმა ოშში ისმაილ ისაკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ქალაქში დაბრუნებულია 70 ათასი დევნილი. ისმა...
მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუ უარს აცხადებს შეცვალოს თავისი ბრძანებულება "1940 წლის 28 ივნისის საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადების შესახებ". გიმპუმ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მისმა კოლეგებმა მმართველი ალიანსიდან მხარი არ დაუჭირეს მის გადაწყვეტილებას და ბრძ...
აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჩეინი ჰოსპიტალიზირებულია. ჩეინიმ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამო იგი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩეინის თანაშემწემ პიტერ ლონგმა არ დააკონკრეტა უკავშირდება თუ არა მისი მდგომარეობა გულის შეტევას, რომელიც 69 წლის ვიცე-პრეზიდენტს 32 წლის განმავლობაში ხუთჯ...
რუსეთ-ბრიტანეთის ურთიერთობებს კარგი მომავალი აქვს, თუმცა ის კორექტირებას საჭიროებს. ასეთი მოსაზრება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დევიდ კამრონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. "ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთოებები და შევთანხმდით, რომ ისინი საჭიროებენ კორექტ...