ე. წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. "როგორც არ უნდა ეცადოს სააკაშვილი და რა განცხადებებიც არ უნდა აკეთოს, ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა და გაგება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მხ...
ოპოზიციის წამომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე "ეროვნული ფორუმის" წევრის, ზაზა ჩაკვეტაძის განთავისუფლების საკითხი დააყენეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა. "საკითხი დავაყენეთ, მაგრამ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე სამუშაო პროცესი თვისობრივად ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავებით დასრულდება. ამის შესახებ ბაქრაძემ 13 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან შეხვედრისას განაცხადა. "ეს იყო შედეგიანი მოლაპარაკები. იყო აზ...
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 17 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უმრავლესობასთან შეხვედრის დროს მიიღეს. როგორც ჟურნალისტებს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრე...
საქართველოს კონტროლის პალატაში დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს და შეაფასეს კონტროლის პალატასთან ერთად სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგები: ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია; კონტროლის პალატის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი; შიდა და გარე კომუნიკაციების პოლიტიკა. ...
ხვალ, 11 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია "პასუხისმგებლობა ფინანსურ სექტორში". კონფერენცია KFW Development Bank -ის და European Fund for Southeast Europe (EFSE) - ის მხარდაჭერით იმართება, რომლის ერთ-ერთი ძირითად...
არავითარი ანტირუსული განწყობილებები სამხრეთ ოსეთში არ იქნება. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ გააკეთა. მისი თქმით, ნებისმიერი დასმული კითხვა ამ მიმართულებით ეს პროვოკაციაა ე. წ. რესპუბლიკის ხალხის წინააღმდეგ. "რუსეთი იყო და არის კიდეც ჩვენი სტრატეგიული პარტნიო...
"თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი თეა თუთბერიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს, ტყუილის თქმაში ადანაშაულებს. "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თუთბერიძე აღნიშნავს, რომ შაშკინის განცხადება, თითქოს თბილისის 8 საშუალო სკოლის დირექტორმა თანამდებობა თავიანთი სურვილის საფუძველ...
თბილისში მშენებარე კორპუსის მე-9 სართულიდან მუშა ჩამოვარდა. 22 წლის რომან ქვარცხავა ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ჭავჭავაძის 49 ნომერში მიმდინარე მშენებლობაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მშენებლობაზე მუშაობა მან ერთი კვირის წინ დაიწყო. ცოცხალი გადარჩა მასთან ერთად მომუშავე 23 წლის იულონ კვარაცხ...
ხვალ, 11 ნოემბერს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, "თელასის" სატრანსფორმატორო ქვესადგურში "5000" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება შეზღუდვა შეეხება გორგასლის, ბევრეთის, ცურტაველის, ეფრემ მცირის, ვეზიროვისა და ალგეთ...
ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე "შევარდენის" რაგბის აკადემია გაიხსნა. სპორტული კომპლექსი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. კომპლექსში ტრიბუნა 1700-მდე ადამიანზეა გათვლილი. აკადემიაში მოწყობილია სატრენაჟორო დარბაზები და სამსაჯო ოთახები. ახლად გახსნილი შენობა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მოწყობილი...
დინამოს კორტები სანაპიროდან 5 დეკემბრის ქუჩაზე გადავა. 2,5 ჰა მიწის ფართობი კორტებისთვის კომპლექს "ოლიმპიკის" გვერდით გამოიყოფა. დღეს შესაბამისი ტერიტორია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლეილა მესხთან ერთად დაათვალიერა. ვარძელაშვილის განცხა...
"ბი ჯი კაპიტალის" ინფორაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ოქტომბერში 1.6%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2.14 მლდ აშშ დოლარი შეადგინა (1.6%-ით გაიზარდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან). "ბი ჯი კაპიტალიის" ანალიტიკოსის ვიტალი ვავრიშჩუკის განცხ...
11 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე 2010 წელს სტატისტიკური ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მოწოდებისათვის სერთიფიკატს გადასცემს 13 ქართულ ბიზნეს კომპანიას. საქსტატის აღამსრულებელმა დირექტორმა 29 ოქტომბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხ...
11 ნოემბერს, 11:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" "ეიჩ ეს ბი სი ბანკი" და სამი ქართული კომპანია - "გუდვილი", "ვისოლ ჯგუფი" და "EFES საქართველო" _ პრესკონფერენციას გამართავს და ჟურნალისტებს ამ სამი ქართული კომპანიის მიერ აევროპულ ბიზნეს დაჯილდოებაზე Ruban d'Honneur-ის პრ...