ხვალ, 9 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორ რობერტ სტურუას საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრიდან აცნობეს, ალბომში "რობერ სტურუა", რომელიც ორი ტომისგან შედგება, სტურუა წინაპრებზე, ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან ეტაპებზე, შემოქმედებით ძიებებსა და ...
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ დაადგენს, რა თანხით უნდა აშენდეს ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა და აღნიშნული თანხა ბიუჯეტიდან არის თუ არა საერთოდ გამოყოფილი. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. როგორც მან აღნიშ...
პრემიერ-მინისტრს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის უფლება მიენიჭება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში". აღნიშნული კანონპროექტი მთავრობამ პარალმენტს განსახილველად 2010 წლის...
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის და მოქალაქე შიო კობიძის საჩივრებს გაგზავნის (საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ). როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციიდან აცნობეს, სტრასბურგში სუბარისა და ...
ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, არსებობს საკითხები, რომლებზედაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ. "პირველ რიგში, ეს შეეხება მიმოსვლას, ეკონომიკურ საკითხებს. იმ საკითხებს, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის, მაგალითად, ბუნებრივი აირის სარწყავ წყალზე გაცვლას. ვფიქრობ, ამ საკითხზე ჩვენი მხარე კომპ...
"სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. "30 მაისს ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ საზოგადოებამ ძირეულად უნდა გავიაზროთ ჩვენი შეხედულებები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკ...
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გალის რაიონის სოფლებში, დიხაზურგასა და რეფში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად აღშფოთებულია გალის რაიონის სოფლებში, დიხაზურგასა და რეფში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გა...
ხვალ, 9 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ადვოკატი ლალი აფციაური ვლადიმერ ვახანიას უკანონო პატიმრობასთან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. ვლადიმერ ვახანია პატიმრობაში იმყოფება 2009 წლის 15 მარტიდან. მისჯილი აქვს სისხლის ...
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი პარიზში გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მატინიონის სასახლეში, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ფრანსუა ფილონს ხვდება. მანამდე კი სააკაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბერნარ კუშნერს შეხვდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა დაახლ...
პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია რეფერალური პროგრამების დაფინანსების შეწყვეტას და სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე არჩევნების შემდეგ ფასების გაზრდას აპროტესტებს. პასუხს კი ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებისგან ელოდება და მათ სამთავრობო საათზე დაბარებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ბაღათ...
დღეს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ოფისში პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის ახალი წევრი თემურ ლომსაძე წარადგინა, რომელიც "დემოკრატიულ მოძრაობაში" ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით იმუშავებს. ბურჯანაძის მტკიცებით, ლომსაძეს ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ...
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ სკოლებში მანდატურების ხელფასები პედაგოგთა ხელფასებს აღემატება. ამის შესახებ განცხადება ხერხეულიძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას გააკეთა. ...
თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა გაიხსნა, თუმცა მოძრაობა უსაფრთხო არ არის. 20 ივნისიდან გზაზე მოძრაობა სრული დატვირთვით იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, თუშეთში ტურისტული სეზონი 20 ივნ...
საფრანგეთი გამოდის ინიციატივით, მიმდინარე ზაფხულს დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული წევრობის შესახებ. განცხადება ამის შესახებ დღეს ელისეს სასახლის წარმომადგენლმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. "პრეზიდენტმა სარკოზიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთი იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოსა და ევრო...
"ეროვნული საბჭო" რამდენიმე საარჩევნო უბნის გახსნასა და ხმების ხელახალ დათვლას ითხოვს. ამის შესახებ "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, 3 ივნისს "ეროვნულმა საბჭომ" მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ა...