საქართველოს მთავრობამ სამედიცინო დაწესებულებებში მედიკოსების მიერ ფარმაცევტული კომპანიების პროდუქტის რეკლამირების აკრძალვას მხარი დაუჭირა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინი...
საუდის არაბეთის პრინცი მოსამსახურის მკვლელობისათვის, მთელს ცხოვრებას ციხეში გაატარებს. ეს გადაწყვეტილება დღეს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა. "საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს საუდ აბდელ აზიზ ბენ ნესერ ას-საუდს ბრიტანეთის სისხლის სამართლის სასამართლომ თავისი მოსამსახურის მკვლელ...
24 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაც გაემგზავრება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ჩინეთში ვიზიტისას ნიკა გილაური შეხვედრას გამართავს ჩინეთის ვიცე-პრემიერთან, ხოლო 29 ოქტომ...
პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების საფასურის 80% სახელმწიფო 2011 წლის იანვრიდან დააფინანსებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფსასწავლებლების რეორგანიზაცია 2011 წლის ბოლომდე დასრუ...
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, არგენტინის ქალაქ მენდოსაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მალხაზ აკიშბაიამ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში გაწევრიანდა. ორგანიზაციაში გაწევრიანებულები არიან ამერიკის შეერთებული შტატები,...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის განახლებული რეგიონული ცენტრი ოფიციალურად გახსნეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გოგა ცხაკაიამ. შენობის სარემონტო სამუშაოები გასული წლის ივნისში დაიწყო და ახლახანს დასრულდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოფისის მშენ...
21-22 ოქტომბერს თბილისში ,,ქალაქის მერებს შორის შეთანხმების~ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. თბილისი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პირველი დედაქალაქია, რომელმაც ხელი მოაწერა 2008 წელს ინიცირებულ ,,ქალაქის მერებს შორის შეთანხმებას.~ შეთანხმების ხელმოწერა არის ოფიციალური დასტური ხელმომწ...
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში ყოფნისას ზღვაში იბანავა. მიხეილ სააკაშვილმა ზღვაში 3,5 კილომეტრზე მეტი გაცურა. პრეზიდენტმა წყლის ტენიანობის და ჰაერის ტემპერატურის დონე მოიწონა და განაცხადა, რომ ოქტომბერში ბათუმი მსოფლიოს ბევრ ცნობილ კურორტზე უკეთესია. მიხეილ სააკაშვილმა ინტერნეტის საშუალებით ბათუმის ჰ...
დაღესტნის კიზილიურტის რაიონში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა. ამჟამად იქ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბოევიკების ჯგუფი, რომელთა რაოდენობაც ჯერ ჯერობით უცნობია სოფელ ბავტუგაიშია ბლოკირებული...
5 თვეში, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკი აშენდება. სიმბოლური კაფსულა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, ბათუმის მერთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთად ერთად, მონუმენტის აგების ადგილას დღეს ჩადო. 130 მეტრის სიმაღლის კოშკი ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო...
თბილისის მერია და "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" 21 ოქტომბერს ლუკ ბესონის და იან არტიუს ბერტრანდის დოკუმენტური ფილმის "სახლი" (Home) ჩვენებას გამართავს. ჩვენება ევროკავშირის CIUDAD პროგრამის მხარდაჭერით იმართება. ფილმის ჩვენება კლიმატის კვირეულის ფარგლებში ტარდება და ნაჩვენები იქნება ინგლისურ ...
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული 1990 წ.დ. ბექა გოდერძის ძე გორგოშიძე. ბექა გორგოშიძემ 18 ოქტომბერს ქ. ოზურგეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყ...
დღეს ახალგაზრდა თავისუფალმა დემოკრატებმა სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან აქცია გამართეს. ირაკლი ალასანიის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს ბათუმის #3 და ზუგდიდის #4 საპყრობილეებში შექმნილი მდგომარეობის გამო. ორგანიზაციის თავმჯდომარი...
აჰმედ ზაკაევი ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მას ჩეჩნეთის პარლამენტის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებასთან კავშირი არა აქვს. "არავითარი კავშირი იმ მოვლენებთან რომელიც ახლა მოხდა და რომელიც ადრე ხდებოდა მე არ მაქვს, იმიტომ რომ არავითარი კონტაქტი მათთან ვინც ყოველ...
გამოცემამ "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" 178 ქვეყნის რეიტინგი გამოაქვეყნა თავისუფალი პრესის მიხედვით. საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 178 ქვეყანას შორის მე-100, ხოლო პოსტაბჭეთა ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე იმყოფება. პოსტსაბჭოთა სივრციდან, პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი მაჩვენებე...