11:00 _ საქველმოქმედო ორგანიზაცია "მკურნალში" მცხოვრებ ახალგაზრდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე შობის დღესასწაულს მიულოცავს. 12:00 _ ჰიპერმარკეტ "გუდვილის" ნაძვისხესთან, სადაზღვევო კომპანია "არდი...
"ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი, თადარიგის გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი ხელისუფლებას ვეტერანებზე "გამარჯვებას" ულოცავს. "კვლავ გაიმარჯვეთ. ეს უკვე მერამდენედ. გამარჯვებას გილოცავთ. ალბათ, საკუთარ ხალხზე მიღწეული თუნდაც ეს მცირედი გამარჯვება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ", - ნათქვამია ყარყარაშვილის ...
"ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელის, თადარიგის გენერალ-მაიორ გიორგი ყარყარაშვილის შეფასებით, ვეტერანთა აქციის დარბევა "შთამბეჭდავი სპექტაკლი იყო". "შთამბეჭდავი სპექტაკლის მომსწრე გავხდით. ჯერ 27 დეკემბრიდან 3 იანვრამდე კანონიერი აქციის სრული იგნორირება, შემდეგ განაჩენი დარ...
„რომპეტროლ საქართველოს" ქსელს აღმაშენებლის ხეივნის მეთოთხმეტე კილომეტრზე ახალი ბენზინგასამართი სადგური შეემატება. 6 იანვარს, 12.00 საათზე ახალი, რიგით 72-ე ბენზინგასამართი სადგურის პირველი მომხმარებელი მეგაშოუ „ბრავოს" გამარჯვებული სალომე ბაკურაძე გახდება, რომელსაც კომპანია „რომპეტროლი&quo...
ხვალ, 6 იანვარს, 13:00 საათზე, "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" ოფისში, ინტერნეტტელევიზია ITV-ის პრესკლუბში, გაიმართება ქართული დიასპორისთვის შექმნილი მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან დიასპორის საკითხებში მინისტრი პაპუნა დავითაია, მომღერალი თამარ ივერი, გერმანიაში...
ხვალ, 6 იანვარს, 12:00 საათზე, საიას საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები 3 იანვარს ვეტერანთა აქციის დარბევის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ. განცხადებას უერთდებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტ...
განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე მაია კობახიძე განათლების სისტემაში 2010 წელს დანერგილი რეფორმების შედეგებით კმაყოფილია, თუმცა მინისტრთან რამდენიმე შენიშვნა მაინც აქვს. "მისასალმებელი იყო უსაფრთხო სკოლის კონცეფციის დანერგვა და ამ მიზნით დაწესებულებებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღება, რადგან მ...
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვეტერანების აქციასთან დაკავშირებულ ბრალდებას ეხმიანება. "ვეტერანების პრობლემა აქციის დაწყების დღიდან საინფორმაციო გამოშვების თემა მუდმივად იყო. აქციის პარალელურად, ვაშუქებდით იმ მოვლენებსაც, რომელსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი ჰქონდა ამ პროცესთან, რომელშიც ვგულის...
კიევის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის ყოფილი შს მინისტრი იური ლუცენკო პატიმრობაში დატოვა და უარი განაცხადა პეჩორის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეცვლაზე. ლუცენკოს ადვოკატები პატიმრობის შეცვლას გაუსვლელობის ხელწერილით ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ "ვერ ნახა საკმარისი მტკიცებულებები პეჩორის სასამართლოს მ...
ხვალ, 6 იანვარს, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ახალი ეროვნული მოძრაობა "სამშობლოს" ლიდერები გამართავენ საგანგებო ბრიფინგს. მათი ინფორმაციით, ბრიფინგი "1992 წლის 6 იანვარს განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით" ტარდება. აქვე, ღია ცის ქვეშ, მოეწყო...
ხვალ, 6 დეკემბერს, "თბილისის ომის" დამთავრებიდან 19 წელი სრულდება. ზვიად გამსახურდიასა და ოპოზიციის მომხრეთა შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას და მის მომხრეთა გაქცევით დასრულდა, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე ქვეყნის პირვე...
ხვალ, 6 იანვარს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში პირველად საჩივრის განხილვა შედგება. სააგენტოში შექმნილ დავების განხილვის საბჭოში საჩივარი შპს "სტრადამ" 2010 წლის 30 დეკემბერს წარადგინა. საჩივარი ეხება თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის მიერ 2010 წლის 18 დეკ...
8 იანვარს, 16:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება ახალგაზრდა მხატვრების: ნატო გრიგალაშვილის, მიხეილ კოკოჩაშვილისა და გვანცა ლობჟანიძის კიდევ ერთი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც მიზნად ისახავს ყრუ-მუნჯი ბავშვების დახმარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ...
გულრიფშის რაიონის პროკურატურამ არქეოლოგ გენადი ოგნევის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურა ავრცელებს. აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ გაუჩინარებული ოგნევის ნარჩენები ჯერ კიდევ 23 დეკემბერს მდინარე კელასურის ზემო ნაწილში ა...
შსს-ის თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე, რომელმაც ვეტერანთა აქციის დარბევისას "ქართული პარტიის" წარმომადგენელ ეკა მათიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანამდენობიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 3 იანვარს, გმირთა...