დაღესტანში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს რუსეთის ფედერაციის შინაგანი ჯარის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. შეტაკება დაღესტანში, კარაბულახკენტსკი და ტაიანკენტსკი რაიონების საზღვარზე, ტყეში მიმდინარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. "ცეცხლის გახსნის დროს ტყის მასი...
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ გორდონის თქმით, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შეფერხება არც ამერიკას წაადგება, არც რუსეთს და არც ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა. "იმის თქმა, რომ უარს ვამბობთ რუსეთთან ურთიერთობაზ...
ხვალ, 6 ნოემბერს, 11:00 საათზე, ნატახტარში მდებარე ხორცის პირველადი გადამამუშავებელ საწარმო "იბერმით-ჯორჯიას", თბილისში თავის პირველ მაღაზიას გახსნის, რომლესაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დაესწრება. "იბერმით-ჯორჯიას" მაღაზიათა ქსელი "იბერულას" სახელით იქნება წარმოდგენ...
პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოებმა ზეპირი მოსმენის შემდეგ 20 მსჯავრდებულის განცხადება დააკმაყოფილეს. დასავლეთ საქართველოს საბჭომ ვადაზე ადრე გაათავისუფლა 4, აღმოსავლეთის საბჭომ 16, მათ შორის 2 ქალი, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საკითხების განმხილველმა საბჭომ კი 2 მსჯავრდებული. საბჭოები მსჯავრდებულთა ვადამდე...
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს და პოლიტიკურ ძალას, 25 ნოემბერს სახალხო კრებას შეუერთდნენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. "დღევანდელი ხელისუფლების ავტორიტარული მმართველობის შედეგად ქვეყ...
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. მასში ასევე აღნიშნულია, რომ 42-ე ბატალიონის შეიარაღების საწყობში მორიგი აღრიცხვიანობის დროს, სერჟანტმა ერთი ავტომატური ...
"ვარდების რევოლუციის" შედეგი ის არის, რომ საქართველო # 1 რეფორმატორი ქვეყანა გახდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა. "თუ მკითხავთ, რა არის შედეგი "ვარდების რევოლუციის" - იმის, რომ ხალხი იდგა წვიმაში, ა...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროფესიული სწავლების ცენტრ "სპექტრს" ეწვია და მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და შემდუღებლის ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზიდენტი გაეცნო სხვადასხვა პროფესიაში მიმდინარე სასწავლო პროგრამებს. "საბჭოთა კავშირის დროს ჩაეყარა საფუძვ...
დღეიდან ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესში ცვლილებები ძალაში შედის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "მიმდინარე წლის 5 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის № 887 ბრძანებულება, რომლის საფუძველზე, ცვლილება განხორციელდა საქ...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "ჯაშუშური ისტორია" სააკაშვილის რეჟიმის პროვოკაციაა და მისი გახმაურების დროც შემთხვევით როდია შერჩეული. მათი განცხადებით, თბილისის განცხადებები ჯაშუშური ქსელის საქართველოში გაშიფვრასთან დაკავშირებით პროვოკაცია და პროპაგანდისტული ნაბიჯია. ინფორ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს, კნუტ ვოლბეკს შეხვდა. საქართველოს ცხინვალის რეგიონის მონახულების შემდეგ, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა მინისტრს გაუზიარა შთაბეჭდილებები იქ არსებული მდგომარეობი...
"დემოკრატიული მოძრაობა" 7 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდება. როგორც მოძრაობის წევრმა გია კობახიძემ აღნიშნა, 7 ნოემბერი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია. ეს არის ერთი მთავარი საფუძველი იმისა, თუ რატომ უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება. "კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ გვახსოვს 7 ნო...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კუბაში მომხდარი ავიაკასტროფის შესახებ განცხადება გაავრცელა. "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2010 წლის 4 ნოემბერს კუბის რესპუბლიკაში სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რის შედეგადაც, არსებული მონაცემებით, დაიღუპა 68 ადამიანი, რ...
ხვალ, 6 ნოემბერს, 14:00 საათზე, მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართება "პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდის" პრეზენტაცია. ფონდის მხარდამჭერთა დარბაზი წარმომადგენლობითია და მისი წევრები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, პოლიტპატიმრები, ექსპერტები, კერძოდ: ...
პარტია "საქართველოს გზის" გენერალურმა მდივანი კახა სეთურიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის ალფა-ასეულის ჯარისკაცების ცემის ფაქტებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და პრესკონფერენცია გამართა. "კატეგორიულად ვაპროტესტებთ ქა...