კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა მიესლამება იმ ფაქტს, რომ საქართველოში მოქმედი კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების ძირითადმა ნაწილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება შეძლო. მან იმედი გაამოთქვა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესსაც წარმატებით დაასრულებ...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ელექტრონულ მომსახურებაზე გადადის. როგორც დღეს, სამსახურის ვებგვერდის პრეზიეტაციაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიმ განაცხადა, ახალი მომსახურეობით გადამხდელისა და შემოსავლები სამსახურის ურთიერთობა კიდევ უფრო გაიოლდება. "ჩვენს ვებგვერძე განთავსებ...
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე გამართული კონფერენციის ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. განცხადების ტექსტის მიხედვით, კონფერენციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, დაიწყოს მოლაპარაკებები მათ მიერ ინიცირებული ცვლილ...
2011 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განხილვებს პირველად ჯანდაცვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტები გამართავენ. შესაბამისად, ამ კომიტეტებზე განისაზღვრება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების დაფინანსების პარამეტრები. ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა გააკეთა. რ...
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი საბოლოოდ მომავალ სასესიო კვირას დაამტკიცებს. ამის შესახებ განცახდება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს სდომაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უახლოეს სასესიო კვირის დღის წესრიგში იქნება გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით გ...
პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ქობულეთის ზღვისპირა ტერიტორიაზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნასთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტში ბიუროს სხდომაზე მიიღეს. კანონპროექტს დაჩქარებული წესით განხილვა მთავრობის საპარალამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა მოითხოვა. არგუმ...
პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში ოპოზიციის კვოტას რომან მარსაგიშვილი დაიკავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმცირესობამ უკვე მიიღო და შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს უკვე წარდეგინა. შეგახსენებთ, რომ უდოს კომისიაში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები როტაციის წესით იცვლებიან. დღეს ეს ადგილი...
რუსეთის დედაქალაქში ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი პეტრე პირველის ძეგლი, შესაძლოა, მდინარე მოსკოვის სანაპიროდან სხვა ადგილას გადაიტანონ. ამის შესახებ მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ რესინმა ოპერატიულ თათბირზე განაცხადა. თათბირის მონაწილეები რესინს არ დაეთანხმნენ. მათი აზრით, მონუმენტის გადატ...
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ დევნილებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები განპირობებულია კარგი კანონების ცუდი ინპლიმენტაციით. ამის შესახებ განცხადება ტუღუშმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ერთობლივ სხდომაზე გააკეთა. ტუღუშმა ...
ჰიტლერის მიერ აკვარელით შესრულებული 15-მდე ნახატი აღმოსავლეთ ინგლისში, ქალაქ ლანლოუში Mულლოცკ'ს-ის აუქციონზე 120 ათას ევროდ გაიყიდა. ნახატები 1908 წელსაა შესრულებული და ჰიტლერის მშობლიურ ადგილებს ასახვას. მან ტილოები 19 წლის ასაკში შეასრულა, როდესაც ვენის სამხატვრო აკადემიაში შესვლას აპირებდა. ისტორი...
საქართველოსა და სომხეთს შორის ისეთი ახლო ურთიერთობა არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ სომეხ კოლეგასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩვენ, როგორც მეგობარ ქვეყნებს და ახლო მეზო...
5-6 ოქტომბერს კულტურული სეზონის "როსია-აფხაზია 2010"-ის ფარგლებში, რუსეთის კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ე.წ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სოხუმში რუს მწერალთა და აფხაზეთის საზოგადოების შემოქმედებითი შეხვედრები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათ...
რუსეთისა და ბელორუსის ურთიერთობები ჩიხში მოექცა და ისინი ჩვეულებრივად უკვე ვეღარ გაგრძელება.¸თუმცა ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტები შენარჩუნდება. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნატალია ტიმაკოვამ გააკეთა. "ბოლო დროს ბელორუსის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობები, როგო...
ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ბაზაზე სამხრეთ კავკასიის ოლქის შექმნის გამო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე სამხედროთა რაოდენობა არ გაიზრდება. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა გააკეთა. სხდომა სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შექმნის შესახ...
ოპოზიცია წარმატებას ერთიანი ბრძოლის შემთხვევაში მიაღწევს, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა "შერატონ მეტეხი პალასში", სადაც ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და საერთაშოროისო ორგანიზაციებს აცნობენ. მისი...