საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი - ამის შესახებ სახალხო დამცველის მორიგ განცხადებაშია საუბარი. ლევან იოსელიან...
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“. "აქციაზე მოვლენები პერიოდულად იძაბება, რა დროსაც სამართალდამცავები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკ...
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, აქცია სრულად გასცდა კან...
სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. მანამდე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზის ყუმბარები.
პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის კაფსულები გამოიყენეს. დაშავებულია ბევრი მოქალაქე, რომლებსაც სამედიცინო დახმარებას უწევენ. მანამდე დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. აქციის მონაწილეე...
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით ზაზა სარალიძე გამოვიდა და შეკრებილებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მთელი საქართველო უნდა დადგეს. "მე მინდა გამარჯვება გისურვოთ. მე მინდა თითოეული ახალგაზრდა ვინც აქ დგას, ყველას მშობელი ვიხილო იმიტომ, რომ დღეს კლავენ ჩვენ...
პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. მოქალაქეების თქმით, ადგილზე საკმარისი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები არ არის. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს განცახდებით, პარლამენტთან საკმარ...
ბიძინა ივანიშვილო, შენ დამთავრებული ხარ, სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. „ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გვითხრა, დაიღლებით, შეგეშინდებათო. არ...
მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინ...
პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირებაა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შესასვლელთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. პოლიციელებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბული...
მიხეილ სააკაშვილი უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც არის მისი ადგილი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ განცხადებებს ვისმენდით, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციონერი ლიდერი არის კრ...
საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციაში გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, სანდრო ჯოხაძესა და თემუკა კოკოზაშვილს შეხვდა და მათ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადასცა. ორივე ახალგაზრდა ცნობილი გახდა ფოტოდან, რომელიც 16 აპრილსაა გადაღებული, ახალგაზრდებს დროშები მხრებზე აქვთ...
„მინდა მივესალმო საქართველოს იმ 200 ათას მოქალაქეს, რომელიც გუშინ რუსთაველზე იდგა და გაცილებით უფრო მეტ მხარდამჭერს, ვინც იზიარებდა იმ სულისკვეთებას, რომელიც ძალიან ამაღელვებელი იყო. ფაქტობრივად, ეს ადამიანები იდგნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და სუვერენიტეტის დასაცავად და სადარაჯოზე. ეს იყო ყველაზე დი...
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ასტრაზენეკა საქართველოს“ შორის მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო და წარმატებული თანამშრომლობით...
30 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6849 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.42 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერ...