გუდაურის განვითარების ფონდი ქალაქის ბიუჯეტიდან დაზოგილი 2 მლნ 500 ათასი ლარით დაფინანსდება, - ამ გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს 35-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, თბილის...
გორის რაიონში უბედურ შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. უბედური შემთხვევა სოფელ კარალეთში მოხდა, სადაც 4 წლის გიორგი ზაალიშვილი სარწყავ არხში ჩავარდა. ბავშვმა არხში ჩავარდნის დროს თავის არეში ტრამვა მიიღო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ინდოეთის საზღვაო ადმინისტრაცია ქართველი მეზღვაურების შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ, 2 მაისს, გამოაქვეყნებს. რეზოლუცია რვა ქართველ მეზღვაურს ტამილანდუს შტატის დატოვების და სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. თურქული კომპანია „პინაშიპინგის" გემის კატასტროფის შემდეგ ინდოეთში მოკვლევა დაიწყო, რის...
"მთიანი ყარაბაღის პროცესის მოგვარების მხრივ გარკვეულ პროგრესს ვგრძნობ. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზამ განუცხადა. ამასთან, ბრაიზამ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების ზაფხულში დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა. "თუკი ასეთი შეხვედრა შედგება, მანამდე, ა...
დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროსადგურებს ახალი სახელები მიენიჭა. როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განაცხადა, სახელი 7 სადურს შეეცვალა. კერძოდ, ელექტროდეპო, ვაგზლის მოედანი 1, ვაგზლის მოედანი 2, წერეთლის გამზირი, პოლიტექნიკური, სამედიცინო ინ...
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულიარული ჟურნალისტი ლარი კინგი CNN-ის არხზე სპეციალური პროგრამით ბრუნდება. გადაცემა ეთერში დღეს, 1-ელ მაისს, საღამოს გავა. ლარი კინგი წაიყვანს გადაცემას ალცჰეიმერის დაავადებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ტელეარხისთვის რამდენიმე სპეციალურ გადაცემას ...
ნატოს ძალების ავიაიერიშის შედეგად ტრიპოლიში მუამერ კადაფის შვილი საიფ ალ-არაბი და სამი შვილიშვილი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას ლიბანის მთავრობაზე დაყრდნობით ბი-ბი-სი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავად მუამერ კადაფიც იმავე ვილაში იმყოფებოდა, რომელზედაც ავიდარტყმა ნატოს ავიაციამ მიიტანა. უცხოეთის ჟურნალის...
დღეს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს კომპიუტერებს ჩაუტანენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად ეწვევიან. „ჩ...
დღეს, 1-ელ მაისს, თბილისში აიღებს ფოტომარათონის პროექტი, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. ფოტომარათონი გოეთეს ინსტიტუტში დაიწყება, დღის განმავლობაში 2 Check point - ს გაივლის და გოეთეს ინსტიტუტშივე დამთავრდება. ფოტოკონკურსი, სახელწოდებით "ფოტომარათონი თბილი...
დღეს, 1-ელ მაისს, ჰიპერმარკეტ გუდვილში საბავშვო გასართობი პროგრამები გაიმართება. 13:00-იდან 19:00 საათამდე ბავშვების გართობაზე იზრუნებენ გუდვილის ანიმატორები ვილი და ფერია, ასევე მოწვეული მულტფილმის გმირები, შრეკი და მადაგასკარის პერსონაჟები. გასართობ პროგრამაზე ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია დასწრება. გასართობი...
დღეს, 1-ელ მაისს, "ევროვიზიის" კონკურსის ქართველ მონაწილეთა ჯგუფი "Eldrine" დიუსელდორფში „ესპრიტ არენაზე" პირველ რეპეტიციას გაივლიან. დღესვე პირველი კონფერენცია გაიმართება. მათ გამოსვლას მაყურებელი პირველად 10 მაისს შეაფასებს. წარმატების შემთხვევაში კი, ჯგუფი ფინალში გადავა. ...
დღეიდან, 1-ლი მაისიდან, ქორწინება და განქორწინება ელექტრონულად შესაძლებელი გახდება. სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გაბრიელაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო რეესტრი 1-ლი მაისიდან დისტანციური მომსახურების სერვისის გაფართოებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდება, როგორც განქორწინება, ასევე ...
დღეს 1-ელ მაისს, 17:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სესიის საზეიმო დახურვა გაიმართება. სესიაში თემაზე „მშვიდობა და უსაფრთხოება" მონაწილეობას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 120-მდე სტუდ...
დღეს, 1-ელ მაისს, კვირაცხოვლობას დედაქალაქზე ჯვრის სახით მოლოცვა სალიტანიო ანჩისხატით დასრულდება. ამჯერად სალიტანიო ანჩისხატი დაბრძანებულია ვაზისუბნის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, საიდანაც 1 მაისს-კვირაცხოვლობის წირვის შემდეგ 11:00 სთ-ზე ხატი წამობრძანდება მეტეხის ხიდთან. მსვლელობას ხიდზე შემოუერთდება ...
დღეს, 1-ელ მაისს, ფილარმონიაში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ახალი ნაწარმოების "sanctus"-ის პრემიერა შედგება. საქველმოქმედო გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ...