საქართველო მდგრად ეკონომიკურ წინსვლას მაშინ მიაღწევს, როცა ამ სფეროს მშენებლობისას კერძო სექტორი თავისუფალი იქნება. ასე უპასუხა ჰილარი კლინტონის სახელით აშშ-ის საგანგებო ელჩმა ქალთა მელანი ვერვეერმა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შეკითხვას, რომელიც გუშინდელ ტელეხიდისას დაისვა. ...
ლეგენდარული ბრენდები „Lee'' და ‘'Wrangler" კომპანია „თრეიდლაინ"-თან პარტნიორობით ქართველ მომხმარებელს სახელობით მაღაზიას 17 თებერვლიდან, ჭავჭავაძის 34-ში, სავაჭრო ცენტრ „პიქსელში" შესთავაზებს. „თრეიდლაინ"-ის მენეჯმენტის განცხადებით, ახალი მაღაზია, რო...
გერმანიაში, ნიურნბერგში, საერთაშორისო გამოფენაზე „ბიოპროდუქცია 2011" საქართველოს მხოლოდ ერთი კომპანია „საქართველოს ეთერზეთები" წარმოადგენს. გამოფენაში, 850 ქვეყანის 2500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. კომპანიამ „საქართველოს ეთერზეთები" გამოფენაზე წარმოადგინა კულტურები, რომელიც მოყავს ...
დღეს, 7 თებერვალს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N7, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 180 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ცხრა კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.00%, მაქსიმალური 8.35%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.07%-ით განისაზღვრა. ...
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები მასთან ბრძოლას არჩევნებზე აპირებენ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებას კონფედერაციის გზით ვარაუდობენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე მ...
თბილისში მცხოვრები დევნილების გაზრდილი კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად, 553 ათასი ლარია საჭირო. აღნიშნულ თანხას. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიიღებს. 2011 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის მოსახლეობისთ...
ესპანეთის პოლიციის მიერ დაკავებული 14 ქართველიდან შვიდს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დანარჩენი შვიდის ბედი კი დღეს გაირკვევა. სასამართლო რამდენიმე საათშია დანიშნული. რამდენიმე ეჭვმიტანილმა კერძო ადვოკატის აყვანა შეძლო, ნაწილი კი სასამართლოზე სახაზინო დაცვით წარდგება. მათი სახელები და გვარები ისე...
დღეს, 17 თებერვალს, 17:00 საათზე, პოლიტოლოგის შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემიის პირველ ლაურეატებს დაასახელებს. ლაურეატებს შორისაა საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი გოჩა მირცხულავა. ლაურეატებად დასახელდებიან ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ირაკლი შეყრილაძე და გაზეთ "ლ...
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში ლონდონის "არსენალმა" შინ "ბარსელონას" 2:1 მოუგო. პირველი ტაიმი "ბარსელონამ" დავიდ ვილიას გოლით მოიგო, თუმცა მეორე ტაიმში არსენ ვენგერის გუნდმა მეტოქეს 2 გოლი გაუტანა და სასურველი შედეგი დააფიქსირა. წონასწორობა 78-ე წუთზე გაელ კლიშის პასით რობინ ვან პერსიმ აღადგინა. გ...
ახალციხეში ყოფილი ოფიცერთა სახლის შენობის რეაბილიტაციისათვის 2 მლნ. 90 ათასი ლარი დაიხარჯება, სწორედ ამ რაოდენობის თანხას მიიღებს ახალციხის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამხარეო ადმინისტრაციაში უკვე გაწერილია დეტალური გეგმა, მთავრობაში დადებითი პასუხის დამტკიცების ...
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ კავკასიელთა მისამართით საკუთარი გამონათქვამები განმარტა, რის გამოც ჩეჩნეთის ლიდერმა მას "კლოუნი" უწოდა. "ჟირონოვსკი პოლიტიკოსი არაა, ის არასერიოზული ადამიანია. ჯაჭვით დაბმული ძაღლიც ყეფს ხოლმე. ისიც ამის მსგავსია. მას აკავებენ, ის კი მუდ...
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი მოსკოვს ეწვევა. ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი 7 მარტს იწყება. განცხადებას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. "ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და დოქტორი ჯილ ბაიდენი მოინახულებენ ფინეთს, რუსეთსა და მოლდოვას. ვიზიტი 7 მარტს იწყება", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნ...
საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა შემოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც პედაგოგი სასერთიფიკაციო გამოცდ...
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტი სიცივის გამო დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სტუდენტები არდადეგებზე გაუშვეს. "ღამით სუბტროპიკებში ტემპერატურა ნულ გრადუსზე დაბლა ჩამოდის, დღე კი პლიუს ხუთამდე ადის. ამასთან ერთად აფხაზეთში თოვლი მოვიდ...
ხვალ, 18 თებერვალს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამემამულეებთან მუშაობის დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ ჩეპურინი ეწვევა. ეს განცხადება ამის შესახებ ოსურ მედიასთან საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან ფლიევმა გააკეთა. "ვიზიტის მიზანი არის სამხრეთ ოსეთში მაცხ...