თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, თბილისში გამართულ ევროპულ მარშს X- ზე ეხმაურება: "ქართველი ხალხი თავის მოსაზრებას გამოთქვამს. არ შეუშინდა დაშინების ტაქტიკას, ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს "ქართულ ოცნებას" კანონის გაწვევა," - წერს სალივანი. ...
შვედეთის ქალაქ მალმეში გამართულ ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული ქვეყანა შვეიცარია გახდა – Nemo სიმღერით The Code, რომელმაც ჯამში 591 ქულა მიიღო. კონკურსის წესებიდან გამომდინარე, მომავალი ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება. შვეიცარიელ Nemo-ს მ...
"გავათენოთ საქართველოსთვის" - 12 მაისს საღამოს 22 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები გეგმავენ, პროტესტი გამოუცხადონ 13 მაისს დანიშნულ საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც აგენტების კანონის განხილვა იგეგმება. "საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა გრძელდება ს...
არანაირი რევოლუციის მომწყობები ეგენი არ არიან, მაგის თავი არ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. „ჯერ პარადოქსი ის არის, ვინ გელაპარაკება, ვინ ცდილობს, ...
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი თბილისში გამართულ მრავალრიცხოვან საპროტესტო დემონსტრაციას ეხმიანება. "რასაკვირველია, [აქციის მონაწილეთა] რაოდენობას აჭარბებენ, მაგრამ გადათვლა შეიძლება. რასაც ვხედავ, ნათელი სახეა ადამიანების, რომლებიც ალბათ რაღაცნაირად გულუბრყვილობით, ან გულწრფელობით არიან შეკრებილნი იმ დროშის ქვეშ, რომელიც ააფრიალეს ადამიანებ...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესის შეჩერების შემთხვევაში, თავადაც შეუერთდებიან. "ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკუ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციას ეხმიანება და დემონსტრაციის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. "თბილისი დღეს ღამით თავისუფლების მოედნიდან ევროპის მოედნამდე! ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ ერის ნებას", - წერს პრეზიდენტი. Tbilisi tonight from freedom sq...
დანიის ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსონი ეხმიანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს. "დანიამ გადაწყვიტა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრ...
20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება იმ სიმჭიდროვისა და ტერიტორიის გათვალისწინებით, რაც მანდ არის, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „იმედთან“ სატელეფონო ინტერვიუში „ევროპის მოედანზე“ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. "აქციაზე ახლა 100 ათასი ადამიანი თუა, დაახლოებ...
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ეხმიანება თბილისში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციას. "ისევ, ისევ და ისევ: თბილისი ევროპის დედაქალაქია! ვამაყობ ქართველი ხალხით, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - წე...
თბილისში მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. თავდაპირველად აქციის მონაწილეები თბილისის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით დაიძრნენ რიყეზე ევროპის მოედნისკენ. ამ მსვლელობის განმავლობაში მოქალაქეთა სიმრავლის გამო გადაიკეტა მტკვრის ორივე ...
“მახსოვს, 2015 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა, მაშინ ღიმილით შევხვდით ამ პროცესს. თუმცა, ითქვა, რომ ეს იქნებოდა გადამდები და სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ამიტომაც გვინდა ჩვენ რომ მოხდეს პრევენცია და ძირითად კანონში იყოს ჩაწერილი, რომ ვერცე...
10 მაისს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მომხდარი სამწუხარო ინციდენტიდან გამომდინარე, შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ჩვეულ დროს დაიკეტოს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...
,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას - ნათქვამია ოპოზიციური პოლი...
აქციის ორგანიზატორების მხრიდან ამ დღეებში ვნახეთ სრული ისტერია. გახსოვთ, როდესაც ჩხრეკა ტარდებოდა უჩა აბაშიძის ბინაში და დააკავეს, როგორ უცებ მოხდა ადამიანების ორგანიზება და მცდელობა, ხელი შეეშალათ პოლიციისთვის მუშაობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურ...