საქართველოში ვიზიტით მყოფი ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II ხვალ, 13 ივნისს ახალციხეს ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, გარეგინ II-სა და სომხეთის დელეგაციას რაიონის შესასვლელში ეპარქიის სასულიერო პირები და ადგილობრივი მთავრობის წევრები დახვდებიან. ახალციხეში სტუმრებს...
ცენტრალურ ჩინეთში, წყალდიდობამ 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია მეწყერიც. ჰუბეის პროვინციაში დანგრეულია რამდენიმე სახლი. დღემდე დაკარგულად ითვლება 10-მდე ადამიანი. 28 ადამიანი აღნიშნულ პროვინციაში დაიღუპა, დანარჩენი კი ჰუბეის მეზობელ, ჰუნანის პროვინციაში. ჰუნანში 28 ადამიანია დაკარგული. ორივე პრო...
მომავალი კვირიდან სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაიწყება. მოსმენა 14 ივლისის პლენარულ სხდომაზეა ჩანიშნული, თუმცა დადგენილებას მიიღებს თუ ცნობას პარლამენტი, ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის ანგარიშზე დადგ...
იტალიაში ბირთვული პროგრამის გაგრძელების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. რეფერენდუმის აუცილებლობდა იტალიაში დაწყებულმა ანტიბირთვულმა კამპანიამ გამოიწვია. ანტიბირთვული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იაპონიაში, 11 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, თუ რა პრობლ...
14 ივნისს, 12:00 საათზე, არნოლდ ჩიქობვას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში ინსტიტუტის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან აცნობეს, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, გა...
ყაბარდო-ბალყარეთში, ქალაქ ბაკსანში უკანონო შეიარაღებული ჯგუფის განადგურების სპეცოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პოლკოვნიკი ხასან ბოგატირევი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ყაბარდო-ბალყარეთის შინაგან საქმეთა სამი...
უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შეფასებით, უკრაინისა და რუსეთს შორის "იმედგაცრუების პერიოდი" დგას. ექს-პრეზიდენტის განცხადებას, პარტია "ნაშა უკრაინა" ავრცელებს. "მიმაჩნია, რომ სასიამოვნო განცვიფრებამ გაიარა. ახლა იმედგაცრუების პერიოდი დგას", - აცხადებს იუშჩენკო და აქვე იხსენებს, რომ თავდაპირველად, უ...
არასამთავრობო ორგანიზაციამ "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" ლინკოლნის სამხრეთ როტარის კლუბის მიერ გამოყოფილი გრანტით, საგურამოს ბავშვთა სახლს უახლესი მოდელის 10 პერსონალური კომპიუტერი გადასცა. გრანტის ფარგლებშივე, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს 3 თვის განმავლობაში ...
ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. სოფელში სკოლა 6 წლის წინ დაიწვა და ბავშვებს განათლების მიღება მაღაზიის შენობაში უწევდათ. მშენებლობის დაწყებას იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი დაესწრნენ. მათი ინფორმაციით, მოსწავლეები ახალ სკ...
ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ორგანიზებით ბათუმში თბილისის მოედანზე აქცია, სახელწოდებით: ,,არ დაცადო ბედი, შეიკარი ღვედი" გაიმართა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, აქციის ფარგლებში მოსახლეობას სხვადასხვა საინფორმაციო ტიპის ფლაერები და სტიკერები დაურიგდა...
ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა იმ ქვეყნების ხელისუფლებებს აკრიტიკებს, სადაც სექსუალური უმცირესობების უფლებები ილახება. სხვა სახელმწიფოებს შორის ლედი გაგას კრიტიკის ობიექტი გახდა რუსეთიც. როგორც იტალიაში Circo Massimo-ს სტადიონზე გამართულ გეი აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას მომღერალმა განაცხადა, სამწუხარ...
რუსეთმა თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა შეიარაღებული კონფლიქტის და განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანა. თვითაღარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ერთად სიაში მოხვდნენ: ერაყი, ავღანეთი, იემენი, ლიბია და პალესტინის ადმინისტრაცია. სია რუსეთის ფედერაციამ გასულ კვირას დაამტკიცა...
სტუდენტებსა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, სახელწოდებით „დასაქმების ფორუმი" 11 ქართული უნივერსიტეტი და ბიზნესსექტორის 25-მდე წარმომადგენელი (საერთაშორისო კომპანიები: დელოიტი, KPMG, ჰაიდელბერგცემენტი, Toshiba; სატელეკომუნიკაციო კომპანია: ბილაინი; სამედიცი...
ინგუშეთში, სნუჟენსკის რაიონში უცნობი პირის მიერ თავდასხმის შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა და ორი პოლიციელი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ, 23:10 საათზე, მდინარე ასას მარჯვენა სანაპიროსთან...
თურქეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში 15 პარტია და 203 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. თურქეთის ერთპალატიან პარლამენტში სულ 550 წევრს აირჩევენ. ხმის მიცემის პროცესი თურქეთის ძირითად ნაწილში, მათ შორის ანკარასა და სტამბულში დილის 08:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდება. ამომრჩევ...