სებ-ის ინფორმაციით, 2011 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 93.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.0 მლნ აშშ დოლარით, ანუ 29.2 პროცენტით მეტია 2010 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (10.0 მლნ აშშ დოლარი...
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება ენიჭებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის ~სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში. მოქმედი კანონმდებლობით, წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ...
მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტოპარკისა და კავშირგაბმულობის ხარჯებმა თითქმის მილიონი ლარი შეადგინა (917 623 ლარი). ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა (IDFI) აქვეყნებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვა...
16 ივნისს თბილისის #33 ბიბლიოთეკასთან (პეკინის 31) არსებული "სამკითხველო და სამოგზაურო ზონის" ინიციატივით იმართება ლიტერატურული საღამო "ჩემი ვაჟა". ღონისძიება იმართება რუსთაველის თეატრის, წიგნის კლუბის "სამკითხველო და სამოგზაურო ზონისა" და ლელა რაზიკაშვილის აქტიური მხარდ...
ხვალ, 16 ივნისს, ხაშურში "ნატოს საინფორმაციო კუთხე" გაიხსნება. კუთხეს, რომელიც ხაშურის "საბიბლიოთეკო გაერთიანების" ცენტრალურ ბიბლიოთეკაში იფუნქციონირებს, ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი და შიდა ქართლის გუბერნ...
პოლიციის ავტომანქანისთვის ხელის მირტყმის გამო 20 წელს ან სამუდამო პატიმრობას არავის მიუსჯიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა. "არავის წარმოუდგენია ისე, რომ ვინმემ გაიარა, ხელი მიარტყა პოლიციის მანქანას და ამის გამ...
16 ივნისს ავარიის საწინააღდეგო ავტომატიკის მოწყობილობის ტესტირება ჩატარდება. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" დანერგა ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის ახალი ტექნოლოგია, რაც მიმართულია ენერგოსისტემის სრული ან ნაწილობრივი ჩაქრობის თავიდან ასაცილებლად. თუ წარსულში, მაღალი ძაბვის ნებისმიერ ელექტროგადაცემის ხაზზე მო...
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ" თხოვნით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრს, მოახდინოს რეაგირება რასიზმის გამოხატვის ფაქტის თაობაზე, რომელიც გამოთქმული იქნა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას მიერ. მათი განცხადებით, 13 ...
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი თბილისის, თელავის, სიღნაღის, ლაგოდეხის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების 2011 წლის ბიუჯეტის მიმოხილვას აქვეყნებს. დოკუმენტუად დადასტურებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ე...
"სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები სახალხო კრების აქციების დროს დაკავებულ პირებს არ შეეხებათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა. კანონპროექტის თანახმად, პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან მათ სამსახურეობრი...
16 ივნისს, 09:30 საათზე სასტუმრო "ძველ თბილისში" გაიხსნება კონფერენცია თემაზე "საინფორმაციო საზოგადოების წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში". კონფერენცია იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,მეშვიდე ჩარჩო პროგრამის" FP7 -ის ფ...
საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ქვეყნის შიდა პოლიტიკური ცხოვრებაა და მასში ეუთო ვერ ჩაერევა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პეტროს ეფთიმიუმ განაცხადა. კითხვაზე - რა გამოსავალს ხედავს ეუთო საარჩევ...
"როიტერის" გამოკითხვის თანახმად, ქალებისთვის საცხოვრებლად ყველაზე საშიში ქვეყანა ავღანეთია. მეორე ადგილზე კონგო მოხვდა. ავღანეთში ქალები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. არ ექცევა ყურადღება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, უწევთ სასტიკ სიღარიბეში ცხოვრება. კონგოში კი ძალიან ხშირია გაუპატიურების შე...
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი და "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე მოსახლეობის შეკითხვებს Facebook-ის საშუალებით კიდევ ერთხელ უპასუხებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "სახალხო კრებიდან" აცნობეს, ონლაინკონფერენცია 22:00 საათზე დაიწყება და ერთი სა...
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტისა და ოპოზიციური რვიანის წარმომადგენლებს შორის "თბილისი მარიოტში" შეხვედრა დაიწყო. ოპოზიციური რვიანიდან შეხვედრას ესწრებიან ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი, ქრისტიან-დემოკრატების ლიდ...