ონის რაიონის სოფელ ღარში მცხოვრები 8 ადამიანის ადგილსამყოფელი, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსმა ოკუპანტებმა აიყვანეს, ამ დრომდე დაუდგენელია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, ონის რაი...
რიკოთის უღელტეხილზე სარკინიგზო მოძრაობა ამ დროისთვის სრულად აღდგენილია. მოძრაობის შეფერხება წუხელ ჩამოწოლილმა მეწყერმა და წყალდიდობამ გამოიწვია. მოძრაობა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის...
წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილი ოჯახების ფოთში გადაყვანის პროცესის დაწყების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. "ჯი-ეიჩ-ენმა" აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, გ...
ხვალ, 20 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე გჟეგოჟ სხეტინა ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გჟეგოჟ სხეტინა პირველ შეხვედრას ქართველ კოლეგა დავით ბაქრაძესთან გამართავს, რის შემდეგაც დაგეგმილია სპიკერების ერთობლივი ბრიფინგი. ხვალვე, დავით ბაქრაძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის...
ანანური-ფასანაურის მონაკვეთზე, სოფელ ჭართალთან და მუგუდასთან 6 ადგილზე მეწყერია ჩამოწოლილი. სტიქიის გამო ანანური-ფასანაური-გუდაურის მიმართულებით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა რამდენჯერმე ჩაიკეტა. 13:00 საათზე სოფელ მენესოსთან კლდეც ჩამოიშალა. 14:40 საათის ჩათვლით მოძრაობა შეწყვეტილი იყო და დაახლოებით 200-მდე ავტომანქანა რიგში იდგა. მეწყერმა მდინ...
ხვალ, 20 ივნისს, პარლამენტში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. როგორც ჟურნალისტებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ადამიანის უფლებების დაცვისა ...
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები" რეგიონებში გასვლებს და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ხვალ, 20 ივნისს ისინი სამეგრელოს რეგიონში ჩავლენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ედპ-დან აცნობეს, 11:00 საათზე, ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმში"ედპ-ის სამეგრელოს რეგიონალური კონფე...
შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებს აქციაზე კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად 15 წუთიანი დრო მიეცემათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტის თანახმად, "იმ შემთხვევაში, თუ შეკრებისა და მანიფეს...
კონსტიტუციური წყობის დამხობის ან ძალადობით შეცვლის მოწოდებით აქციების ჩატარება აიკრძალება. ამის შესახებ ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტში, რომელიც ცვლილებების შეტანას "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად,...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლთან ფოტოები გადაიღო. ფოტოების გადაღების ინიციატივით საკვირაო ქადაგებისას გთავად უწმინდესი გამოვიდა, რის შესაბამისადაც, წირვის დასრულების შემდეგ მან მორწმუნეებთან ერთად ფოტოსურათების გადასაღებად სამების ტაძრის ეზოში გადაინაცვლა....
სომხებს საქართველოში ახალი სომხური ტაძრების აშენება სურთ. ამის შესახებ დღევანდელ საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრუარქმა, ილია მეორემ განაცხადა. უწმიდნესმა საქ ართველოში სრულიად სომეხთა კათოლიკოსის ვიზიტის შედეგები შეაჯამა და ის საკითხები დააკონკრეტა, რაზეც მათ შეხვედრაზე ი...
საბერძნეთს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად 12 მილიარდი ევრო გამოეყოფა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, ლუქსემბურგში გამართულ, ევროზონის ფინანსთა მინისტრთა შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელზეც საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი და მისთვის კრედიტის გაცემის შესაძლებლობები განიხილებოდა. ევროკავ...
დღეს, 20 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში დიალოგი გაიმართება. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან აცნობეს, დისკუსიებისას განხილულ იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, 26 მაისის მოვლენები და განცხადებები ქართული...
ჩინეთის აღმოსავლეთში წყალდიდობამ ორმილიონამდე ადამიანი დააზარალა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინხუას" ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიტბორა ჩჟეციანის პროვინციის დიდი ნაწილი. სტიქიის შედეგად უკვე 170 ადამიანი დაიღუბა, ასეულობით ათასი კი იძულებული გახდა და...
მანიფესტაციების დროს ისტორიული ძეგლების ან მემორიალების შეურაცხყოფა, შესაძალოა, აქციის დაშლის მიზეზი გახდეს. აღნიშნულს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციების მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურ...