ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • ათენში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკების შედეგად 46 ადამიანი დაშავდა

    ათენში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკების შედეგად 46 ადამიანი დაშავდა

    საბერძნეთის დედაქალ ათენში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკების შედეგად 46 ადამიანი დაშავდა. ამ ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აღნიშნულის მიზეზი მომიტინგეთა მხრიდან მაღაზიების ვიტრინების დაზიანება და პარლამენტის შენობის დამც...

    29 ივნისი 2011, 10:06
  • ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებას განიხილავენ

    ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებას განიხილავენ

    დღეს, 29 ივნისს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებას განიხილავენ. ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის გენერალური დირექტორის, ჟან ლუი ლორანის მიერ მომზადებული დოკუმენტი საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეეხება. მასში, ...

    29 ივნისი 2011, 09:37
  • საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი სტუმრობს

    საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი სტუმრობს

    საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ნალბანდიანი პირველ შეხვედრას ქართველ კოლეგა, გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს. ის საგარეო უწყებას ცოტა ხანში ესტუმრება. შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიისთვის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებენ. აღნიშ...

    29 ივნისი 2011, 09:26
  • ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სამი ადამიანი მოიწამლა

    ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სამი ადამიანი მოიწამლა

    თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სამი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა. შალიკაშვილების ოჯახის სამივე წევრი - ბებია, ბაბუა და 18 წლის შვილიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების განცხადებით, მძიმეა 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთ...

    29 ივნისი 2011, 09:13
  • 15 წლის მოზარდის მიერ გარუჯვის მცდელობა დამწვრობით დასრულდა

    15 წლის მოზარდის მიერ გარუჯვის მცდელობა დამწვრობით დასრულდა

    15 წლის მოზარდის მიერ გარუჯვის მცდელობა დამწვრობით დასრულდა. ქეთევან მარტიაშვილმა სხეულზე კანის ფერის შეცვლის უჩვეულო მეთოდი გამოიყენა - ლეღვის ფოთლების ნახარში გადაივლო და საკუთარ აივანზე გარუჯვას ამ ფორმით შეეცადა. შედეგად მან სხეულის 65 %-იანი დამწვრობა მიიღო. ქეთევან მარტიაშვილს დამწვრობის ცენტრის რეანიმაცი...

    29 ივნისი 2011, 09:08
  • პარლამენტში განახლებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის განხილვა იწყება

    პარლამენტში განახლებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის განხილვა იწყება

    დღეს, 29 ივნისს, პარლამენტში განახლებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის განხილვა დაიწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების სხდომა იგეგმება. იურიდიული კომიტეტის ჩამოყალიბების შემთხვევაში, შესაძლოა ეს პროექტები, 1-ლი ივლისის რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში შევიდ...

    29 ივნისი 2011, 09:01
  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართება

    პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართება

    29-30 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება მრგვალი მაგიდა თემებზე - "პოლიტიკური პარტიების დაფინანსება" და "ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში". მრგვალ მაგიდას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის. ღონისძიებას ცენ...

    29 ივნისი 2011, 08:56
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთთან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს

    საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთთან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს

    მიმდინარე კვირაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ქვეყანასთან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, 29 ივნისს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები ფინეთთან გაიმართება. "აღსანიშნავია, რომ ფინეთის ახალი მთ...

    29 ივნისი 2011, 08:53
  • ჩეხეთის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ

    ჩეხეთის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ

    დღეს, 29 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი მინაშვილს შეხვდებიან. დღესვე ჩეხი სტუმრები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან, ასევე სახელმ...

    29 ივნისი 2011, 08:51
  • გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციას ეყრება კენჭი

    გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციას ეყრება კენჭი

    დღეს, 29 ივნისს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციას ეყრება კენჭი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს შეეხება. "გაეროს გენერალურ ასამბლეაზ...

    29 ივნისი 2011, 08:47
  • ცოფის პრევენციის, სურსათის უვნებლობის და სამზარეულოს ჰიგიენის თემებზე სემინარი გაიმართება

    ცოფის პრევენციის, სურსათის უვნებლობის და სამზარეულოს ჰიგიენის თემებზე სემინარი გაიმართება

    დღეს, 29 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", საქართველოში ცოფის პრევენციის, სურსათის უვნებლობის და სამზარეულოს ჰიგიენის თემებზე, სემინარი გაიმართება. სემინარის ორგანიზატორია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა კონტ...

    29 ივნისი 2011, 08:41
  • UNHCR სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება

    UNHCR სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება

    ხაშურის მუნიციპალიტეტის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება. აქციაში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატიც (UNHCR) ჩაერთო. 29 ივნისს ორგანიზაცია ხაშურის, სურამის და ჩუმათელეთის დაზარალებულ მოსახლეობას დასაკეც საწოლებს, ზეწრებს, ბალიშებს,სამზარეულოს ნაკრებებს და სხვა საჭირო ნივთებს ...

    29 ივნისი 2011, 08:35
  • "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ

    "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ

    დღეს, 29 ივნისს, 12:00 საათზე, პრაიმ თაიმის პრესკლუბში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან ღონისძიების "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" ორგანიზატორები და სპონსორები. 2 ივლისს, 12:00 საათზე, კუს ტბაზე უკვე მესამედ ჩატარდება საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად. ღონისძიება ემსახურება ძუძუს კიბო...

    29 ივნისი 2011, 08:31
  • სტუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნება

    სტუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნება

    29 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტარციულ კორპუსში (კოსტავას №77) ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნება. ცენტრს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე გახსნის. ცენტრი მასმედიის წარმომადგენლებს მოემსახურება და მათთვის ინფორმაციის ოპე...

    29 ივნისი 2011, 08:26
  • კულტურის სამინისტროსა და ავტორთა საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდება

    კულტურის სამინისტროსა და ავტორთა საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდება

    29 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ავტორთა საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კ...

    29 ივნისი 2011, 08:20