უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშვიდობო სამიტის წინ, რომელიც შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება, ხელს მოაწერენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას. ხელმოწერა იტალიაში მოხდება. ამის შესახებ Financial Times წყაროზე დაყრდნობით იუწყება. "სამშვიდობო სამიტამდე რ...
„დღეს, საქართველოს ჯანდაცვა ნამდვილად იმის მაგალითი და დასტურია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანი და მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დაბრუნდა. ამას ადასტურებს ის, რომ დღეის მდგომარეობით, 10 მილიონ სამედიცინო შემთხვევაზე მეტი აქვს დაფინანსებული სახელმწიფოს. ამაზე იმიტო...
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მორიგი არამეგობრული განცხადება, რომელშიც უკრაინას „ჩამოქცეული ქვეყანა“ უწოდა და ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაში დამნაშავე ვერავინ დაინახა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქნეთა...
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ეუთო/ოდირი) განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ის უნდა გაუქმდეს. "საქართველოში ახლადდ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში , ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლი...
შალვა პაპუაშვილმა უარი მითხრა საპატიმრო დაწესებულებაში მომენახულებინა პროტესტის დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი, - ამის შესახბ წერს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე. „შალვა პაპუაშვილმა უარი მითხრა დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში საპატიმრო დაწესებულებაში მომენახულებინა პროტესტის დროს დაკავებული ომარ ...
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომ არ უნდა იყოს შეზღუდვები დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მოწოდებული იარაღის გამოყენებაზე. ეიდემ თქვა, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს გამოიყენოს იარაღი იმ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, როგორც ამას მოითხოვს სამხედრო სიტუაცია და როგორც ეს...
სააგენტო Reuters-ი სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთმა სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში შესაძლოა უახლოეს მომავალში გაგზავნოს. საფრანგეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადებს. დიპლომატების განცხადე...
სწორი გადაწყვეტილება არ იყო, როცა პირველად კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ამის თქმა არ ნიშნავს, რომ ვინმეს თავს ვესხმით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. „კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პროცესი გახსოვთ. თავის დროზე მიღებულ გადაწყ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჯონ დიპიროს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები იყო. მხარეებმა საქართველოს პარლამენტის არჩ...
წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიაში ფეხბურთის ლეგენდას, დევიდ ტრეზეგეს, ვმასპინძლობთ, - წერს მამუკა ხაზარაძე და წალენჯიხაში ფოტოებს აქვეყნებს. მისი თქმით, ფეხბურთის ლეგენდას, ადგილობრივ მოზარდებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვებიც შეხვდებიან. „დღეს ჩვენ ოფიციალურად გავხსენით იუვენტუსის აკ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლუკე რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს გამოიყენოს დანიის მიერ გადაცემული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, მისცემს თუ არა უკრაინას უფლებას კოპენჰაგენი გამოიყენოს მის მიერ მიწოდე...
30 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.94 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7968 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.32 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ...
ხვალ, 31 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორაციას ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონი ავრცელებს. "არ გავჩერდებით, არ შევჩერდებით. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!" - ნათქვამია აქციის აღწერაში.
ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „რუსულ კანონზე“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა. როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, რუსული კანონის მიღება პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით უმძიმესი აქტი იყო. მისივე...