26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან სამი წელი სრულდება. დედამიწაზე "მოჩვენება სახელმწიფოების" არსებობის საფრთხეს "ნიუ-იორკ ტაიმსი" საგანგებო წერილს უძღვნის. "მათ ჰყავთ საკუთარი ჯარი, ატარებენ არჩევნებს, აშენებენ ეკონომიკას, ზრდიან შვილებს, მაგრამ არიან ბურუ...
ხვალ, 17 აგვისტოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომაზე, 20 ივლისს, მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.75 პროცენტს შეადგენს. ...
18 აგვიტოს ლეგენდარული ჯგუფის, "ბიტლზის" დაარსებიდან 50 წელი სრულდება. 1961 წლის 18 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა "ბითლზის" პირველი კონცერტი. სწორედ ეს დღე ითვლება ჯგუფის დააარსების თარიღად. ბითლზი (ინგლ. The Beatles) იყო 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფ...
"IDS ბორჯომი საქართველოს" რუსეთისთვის მინერალური წყლის ბაზარზე დაბრუნების თხოვნით არ მიუმართავს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "IDS ბორჯომი საქართველოს" წარმომადგენელმა ნიცა ჩოლოყაშვილმა განაცხადა, კომპანიას ასეთი წინადადებით რუსეთის მთავარი სანიტარული სამსახურისთვის ა...
როსპოტრებნადზორი მოლდოვაში ექსპერტებს გააგზავნის, რათა შესწავლილ იქნას იმ 5 კომპანიის საქმიანობა, რომლებმაც შუამდგომლობა დააყენეს რუსულ ბაზარზე ღვინის ექსპორტის განახლებასთან დაკავშირებით. როსპოტრებნაძორის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბევრად მეტმა მოლდოვურმა ალკოჰოლურმა პროდუქციამ გაიარა ექსპერტიზა წარმატებით, ვიდრე 2010 წელს....
ხვალ, 17 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებს გამოაქვეყნებს. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და მას...
ევროზონის ეკონომიკის გადარჩენის საკითხებზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იმსჯელებენ. ორი ქვეყნის ხელმძღვანელის შეხვედრის მთავარი თემა იქნება ევროზონის წევრი ქვეყნების ვალების გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული პრობლემები. საფრანგეთისა და გერმანიის ლი...
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. "გათავისუფლდეს რობერტ სტურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან. ბრძანება ძალაშია ხ...
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებას გამოთქვამს უცხოელი პარტნიორების მიერ ქვეყნის ექს-პრემიერმინისტრ იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესზე გავლენის მოხდენის მცდელობასთან დაკავშირებით. "უდანაშაულობის პრეზუმფცია ერთნაირია, როგორც ბრალდებულის, ისე მოსამართლისთვის, ამიტომ გვაკვირვებს და გვაშფო...
იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალე საუდის არაბეთიდან ქვეყანაში ბრუნდება და ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის პოსტზე რჩება. ამის შესახებ განცხადება ალი აბდულა სალემ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, ის უახლოეს მომავალში დაუბრუნდება თავის ქვეყანასა და მხარდამჭერებს. სალე საუდის არაბეთში სამკურნალოდ გაემგზავრა რ...
ხვალ, 17 აგვისტოს, გაზეთ "აი იას" გამომცემლის, ზურაბ ხუციშვილის დაკავებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმსჯელებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლაშა ჩხარტიშვილმა აცნობა, შეხვედრა 13:00 საათზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში (კრილოვის ქ...
დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის მოსახლეობა სოფლიდან გასახლებას ითხოვს. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების დასკვნით, ადამიანების იქ ცხოვრება სიცოცხლისათვის სახიფათოა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. "ვეძათხევი მეწყრულ ზონაში...
გურჯაანში, ე.წ. "გოძიანთეულის" ტერიტორიაზე, რიყის ქვის კენჭისგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკება იპოვეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. როგორც გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, ქანდაკება, სავარაუდო...
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში ამერიკული თეთრი პეპელას მეორე გენერაციის წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიურ ღონისძიებებს აგრძელებს. შეწამვლისას თერმული ნისლი გამოიყენება, რომლის შეფრქვევაც ხეებზე სპეციალური აგრეგატით "დინაფოკი 1200''-ით ხდება...
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დოდო ჩოხელი გამგებელს, ლაშა ჯანაშვილსა და საკრებულოს წევრს, ზურაბ ოტიაშვილს კორუფციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. "ზურაბ ოტიაშვილი დუშეთის რაიონში ჩამოსულია ფულის ს...