ბათუმის ბაზარში ცხენის ხორცი იყიდება, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "TV-25" ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბათუმში "ბონის" საკოლმეურნეო ბაზარში ცხენის ხორცი იყიდება. როგორც ტელეკომპანიასთან საუბრისას ერთ-ერთმა მოვაჭრემ ალექსანდრე აბაშიძემ განაცხადა, ბაზარში საქონლის ხორცთან ერთად დიდი რაოდ...
რუსთაველის თეატრის მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე მედიაკავშირ "ობიექტივს" ინტერვიუ მისცა, რომელშიც რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ნატაშა ჩხიკვაძის შეფასებით, რობიკო სტურუამ მსოფლიო თეატში დიდი ეპოქა შექმნა და საქა...
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ლატვიის ეროვნული ნაკრები სტუმრად 83:79 დაამარცხა. შეხვედრა ლატვიის დედაქალაქ რიგაში, "არენა რიგის" საკალათბურთო დარბაზში ჩატარდა და მას 2 200 მაყურებელი დაესწრო. საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ. მთელი მატჩის განმავლობ...
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არა მხოლოდ მტრები, არამედ მოღალატეებიც ჰყავს. "საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ჰქონდა პრობლემები, რადგან ყოველთვის ჰყავდა დამპყრობლები და ვშიშობ მომავალშიც გვეყოლება; ისტორიის წიგნებიდან ვიცით, რომ საქართველოს ჰყავდა მოღალატეები - ახ...
სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-ის პრეზიდენტმა დევან შარმამ გადაწყვეტილება მიიღო, პოსტი დატოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal და The Financial Times ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, შარმამ გადაწყვეტის შესახებ განცხადება დღეს დილით, საფონდო ბირჟების გახსნამდე გააკეთა. Reuters კი წერს, რ...
მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა ჩხიკვაძე ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში გარდაიცვალა, სადაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაცია ნატაშა ჩხიკვაძის გარდაცვალების შესახებ სოციალური ქსლებით გავრცელდა. გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ნატაშა ჩხიკვაძემ მედიაკავშირ "ობიექტივს" ბოლო ინ...
საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაიაფდა. კომპანიებში განმარტავენ, რომ დღეიდან საცალო ქსელში 5 თეთრით ყველა პროდუქტის ღირებულება გაიაფდა. შეგახსენებთ, საწვავის გაიაფების შესახებ პირველად განცხადება "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა ...
ესპანეთის პოლიციის მიერ დაკავებული საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი გაათავისუფლეს.ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით თავად გიორგობიანი ავრცელებს. ის მეგობარს წერს, რომ წუხელ, "ღამის 11 საათზე გამოუშვეს". "ღამის 11 საათზე გამომიშვეს, მაგრამ 2 კვირით ესპანეთის ტ...
იაპონიის პრემიერ-მინისტრი და დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნაოტო კანი საკუთარ პოსტს 29 აგვისტოს დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. ამ დღეს მმართველი პარტიის ლიდერის არჩევნები გაიმართება. კანი არ აპირებს საკუთარ პოსტზე დარჩენას და პარტიის ლიდერად საკუთარი კადიდატის ხელახ...
დღეს, 23 აგვისტოს, შოტლნდიელები ეროვნული გმირის, უილიამ უოლესის გარდაცვალების დღეს აღნიშნავენ. უოლესი ინგლისელებმა 1305 წლის 23 აგვისტოს ლონდონში სიკვდილით დასაჯეს. სერ უილიამ უოლესი 1270 წელს პეიზლში, შოტლანდიაში დაიბადა. იგი იყო შოტლანდიელი პატრიოტი, რაინდი, რომელიც სათავეში ედგა ინგლისური ოკუპაციის ...
ლიბიელი ამბოხებულები ქვეყნის დედაქალაქში მუამარ კადაფის ერთგული შეიარაღებული შენაერთებისგან მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წააწყდნენ. ლიბიის ლიდერის შვილი სეიფ-ალ-ისლამი, რომლის დაკავების შესახებაც ინფორმაცია ამბოხებულებმა გაავრცელეს, თავისუფალი აღმოჩნდა. ის სასტუმრო "რიკოსში" იმყოფება, რომელსაც სამთავრობო ნაწილები იცავენ. ...
დღეს, 23 აგვისტოს, სომხეთში საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან სომხეთის გამოსვლის დღეს აღნიშნავენ. აღნიშნული თარიღიდან 20 წელი გავიდა. სომხეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 23 აგვისტოს გამოაცხადა. 1992 წლიდან სომხეთი დსთ-ის წევრია.
დღეს, 23 აგვისტოს, ქართველი მწერლის, გურამ რჩეულიშვილის გარდაცვალებიდან 51 წელი შესრულდება. გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი 1960 წლის 23 აგვისტოს ტრაგილულად დაიღუპა გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი 1934 წლის 4 ივლისს თბილისში დაიბადა. 1957 წელს...
23, 24, 25 აგვისტოს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია. კოტე მარჯანიშვილის და ოქროს ნიღბის ლაურეატი, კინომსახიობთა თეატრის მსახიობი რამაზ იოსელიანი მაყურებელს მაროტო ჯუზეპესა და ბელზარიო რანდონეს ცნობილ კომედიას "ქვრივთა ნუგეშისმცემელს" შესთავაზებს. ...
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სხავადასხვა დისციპლინაში გადამზადების კურსებს შსს აკადემიაში გადიან. დღეს, 23 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აკადემიის რექტორთან ხატია დეკანოიძესთან ერთად, მანდატურებს შეხვდება და ლექციების მიმდინარეობას გა...