დღეს, 7 ივლისს, ერთ კომერციულ ბანკზე გაიცა 9 000 000 ლარის ოდენობის 7-დღიანი მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. სებ-ის ინფორმაციით, სესხის წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 9 %-ი შეადგინა.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ქვეყნის პრეზიდენტს ვეტოს დადება სთხოვა საქართველოს პატრიარქმაც. თუმცა პარლამენტმა კანონი მიიღო, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია. ...
8 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში განთავსებულ მედიაცენტრში (კოსტავას 77) გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგზე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამ...
სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით მობილური ქსელის 60 700 აბონენტმა ისარგებლა. აქედან 55 000 აბონენტი უკვე სხვა მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს. პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტ...
ოპოზიციური "ექვსეული" სამოქმედო გეგმას 8 ივლისს გაახმოვანებს. როგორც 30 ივნისს ჟურნალისტებს „ეროვნული საბჭოს" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, შეკრება, რომელზედაც სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის პრეზენტაცია მოხდება, ვერის ბაღში, კალათბურთის სასახლეში გაიმართება. ყოფილი „რვ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადებით, დაკავებულ რეპორტიორების მიმართ ძალიან სერიოზული ბრალდებები იქნება წაყენებული. „დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამს...
სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული მუხლი ახლებურად ყალიბდება. აღიშნულის შესახებ ნათქვამია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" განახლებულ ვარიანტში. დღისთვის არსებული კანონის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს და სამხედრო...
ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში მგზავრებს სპეციალიზებული სკანერი შეამოწმებს. კონკრეტულად, აეროპორტის კონტროლის ზონაში სპეციალური მოწყობილობები განთავსდება, რომლებიც მგზავრის სხეულის სკანირებას მოახდენს, რათა ტანსაცმლის შიგნით გადამალული ნივთების შეტანა ვერავინ მოახერხოს. ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროპარლამე...
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარისა და „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ნინო ბურჯანაძის ევროპული ტურნეს მეორე ეტაპი, მეოთხე დღეა გრძელდება. ბურჯანაძემ შეხვედრები გაიმართა ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიის წარმომადგენლებთან და ევროკომისიაში. ...
აშშ-ის საელჩო მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას, შეასწოროს ბევრი რელიგიური აღმსარებლობისა და კონფესიის სამართლებრივი სტატუსი. "რელიგიის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ის სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული საზოგადოების მნიშვნელოვანი ელემენტია. თანამოქალაქეთა რწმენის მიმართ ტოლერანტობა თანამედროვე დემოკრატიულ...
მოსკოვში არ გაჰკვირვებიათ საქართველოში ფოტოკორესპოდენტების დაკავების საქმეში საფარველად "ჯაშუშური საფარველის" გამოყენება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. "ის, რომ მათ (ფოტოგრაფებს) იარლიყებს...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის მიმართულებით აქტიურდება. სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის განმავლობაში აუქციონების გზით პრივატიზებულია 3200 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწა. ვერა ქობალის უწყებაში ამბობენ, რომ აუქციონების დიდი ნაწილი მიმდინარეობს მაღა...
"მოდულის" შენობაში მყოფი დაკავებული ფოტოკორესპოდენტებიდან ერთ-ერთმა გია აბდალაძემ პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ალია ჰოლდინგის" რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ განუცხადა. "აბდალაძე არის ჩვენი თანამშრომელი. ჩვენი ჰოლ...
სომხეთის სამოციქულო ეკლესიისათვის საქართველოში სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების გამოვლენა არ იყო. ეს განცხადება მოძრაობა "ჯავახკის" თავმჯდომარემ ნორიკ კარაპეტიანმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც საქართველოში მოქმედი პარტია "ვირკ"-ის ხელმძღვანელთან დავიდ რსტაკიანთან ერთ...
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ წამოყენებული იდეა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ საქართველოს ეკლესიისათვის მიუღებელია და ამის თაობაზე საპატრიარქომ ადრეც არაერთხელ გამოთქვა თავისი უარყოფითი...