9 ნოემბრის მდგომარეობით, აჭარაში სულ 500 433 ვიზიტორი ჩავიდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წლის დროის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 86,1%-ით მეტია, ხოლო 2007 წელთან შედარებით კი 48.1%-ით მეტი. 2008 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით სულ აჭარაში ჩავიდა 268 948...
ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, 2012 წლიდან პროგრამული ბიუჯეტი დაინერგება. აღნიშნული ცვლილება გათვალისწინებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის საფუძველზე თითოეული სამინისტრო წარმოადგენს 4 წელზე დეტალურად გაწერილ ბიუჯეტს. ...
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ფილიპინები-საქართველოს ბიზნესისა და მეგობრობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ტელმო ლუის კუნანანი მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებუ...
დღეს რუსთავში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არმატურის ახალი საწარმო გახსნა. ფოლადსადნობ საწარმოს მშენებლობაში ინდური ინვესტიცია ჩაიდო. საწარმო ჯართს გადაამუშავებს და არმატურას დაამზადებს. პირველ ეტაპზე ყოველდღიურად 175 ათასი ტონა არმატურის წარმოება მოხდება. რაოდენობის გაზრდის შემდეგ ...
საჯარო სკოლის მოსწავლე გათვალისწინებული საათების 1/5-ის გაცდენის შემთხვევაში ექსტერნატის ფორმით გამოცდებს ჩააბარებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, თუ საშუალო საფეხურის მოსწავლის მიერ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რომელიმე საგანში არასაპატიო მიზეზით აცდენს საგნისთვის ერთი სასწავლო წლის განმავლობ...
12 ნოემბერს, 17:00 საათზე გალერეა "ვერნისაჟში" (ზუბალაშვილების ქ. 7) ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფური გამოფენა "პეიზაჟი 2" გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ლევან აბრამიშვილის, მიშა არბოლიშვილის, გიგა კობიძის, გოგი ხახუტაშვილის, სოსო ქუმსიაშვილის, ალექსანდრე აჭარაძის, გურამ ხეცურიანის, გიო...
დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაწილეობას ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში "World Travel Market" მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე გამოვა მოხსენებით საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ. საერთაშორისო გამოფენაში მ...
11 ნოემბერს ლიტერატურული არტკაფე "ქარავანში" ცნობილი ქართველი პოეტისა და მწერლის,ბესიკ ხარანაულის 70 წლის იუბილე აღინიშნება. საიუბილეო შეხვედრაზე იუბილარი წაიკითხავს ნაწყვეტებს თავისი ახალი რომანიდან "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი". ბესიკ ხარანაული 1939 წელს დაიბადა. მწერალს და პო...
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა კონსტანტინე მგელაძემ, კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ, ყვარელში, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების, ასევე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ...
პარლამენტის სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს დეკემბერში განიხილავს. მანამდე კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ყველა საკითხთან დაკავშირებით გამართავს კომიტეტის სხდომებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, სახალ...
პაატა დავითაია ხელისუფლებას სთხოვს, სათანადო რეაგირება მოახდინონ აფხაზეთის თვითმარქცია უნივერსიტეტის რექტორის ქმედებებზე. ამის შესახებ განცხადება დავითაიმ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, ე.წ. აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორი გახდა ევროპის რექტორთა კლუბის წევრი. "ეს მოხდა ...
უშიშროების საბჭოს სხდომა სავარაუდოდ ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, გაიმართება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ძალების ყურადღების მისაპყრობას აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარე კვირაში აუცილებლად გაიმართება და ეს სავა...
საპარლამენტო ფრაქცია ძლიერი საქართველო ფრაქციის წევრებს შორის რიგ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვის არარსებობის გამო, შესაძლოა, დაიშალოს. ამის შესახებ განცხადება, ფრაქციის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, "ძლიერი საქართველო&q...
აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ივანე ნონიაშვილი დაინიშნება. ნონიაშვილის აზერბაიჯანში ელჩად დანიშვნის შესახებ პარლამენტს თანხმობას პრეზიდენტი სთხოვს და შესაბამისად პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში დღეს უკვე იქნა ინიცირებული პრეზიდენტის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს, 1993 წელს დაბადებული გიორგი ქაჯაია, რომელიც ავტომანქანებიდან იპარავდა მაგნიტოფონებს და შემდგომში კვლის დაფარვის მიზნით, გაძარცვულ ავტომანქანებს წვავდა. ეჭვმიტანილმა დანაშაული ...