ეგვიპტეში, კაიროს ცენტრში, დღეს დილიდან შს სამინისტროს შენობის წინ პოლიციელებსა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებები განახლდა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ კი მათ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიცია დემონსტრანტების იერიშების მოგერიებას ჯავშანმანქანითაც ცდილობდა. ამჟამად ტაჰრირის მოე...
თურქმენეთმა ირანს გაზის მიწოდება ორჯერ შეუმცირა.ირანული სააგენტოების ინფორმაციით, თურქმენეთიდან დღე-ღამეში გაზის მიწოდება 20-იდან 10 მლნ. კუბ/მ-დე შემცირდა. Bloomberg-ი National Iranian Gas Co-ის ხელმძღვანელ ჯავადა ოჯიზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაზის მიწოდება 6 მლნ. კუბ/მ-მდეა დაყვანილი, რაც საკონტრაქტო პ...
ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად, რომელმაც დამბის დაშლა გამოიწვია, ხუთი ადამიანია დაღუპული. ბი-ბი-სის ინფორმაციით, ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. წყლის დონის ამაღლების გამო, რომელიც თოვლის დნობამ და კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია, კრიზისული სიტუაცია შეიქმნა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხა...
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს მენტალური პრობლემები და ჰალუცინაციები აწუხებს. ამის შესახებ წიკლაურმა ივანიშვილის მიერ გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. "ეს სიგიჟის ზღვარზე გაკეთებული განცხადე...
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური პარტნიორების სახით მერყევი პოლიტიკური ძალა ყალიბდება. ამის შესახებ წიკლაურმა ივანიშვილის მიერ გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა. "ივანიშ...
კახეთის რამდენიმე სოფელს სახელწოდება შეეცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე ძალაშია. ბრძანებულების თანახმად, სახელწოდება შეეცვალა საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს - კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კრასნოგორკის ეწოდა "სათაფლე", სო...
ნორვეგიული სასამართლო ანდრეს ბრეივიკს ვერდიქტს 16 თებერვალს გამოუტანს. სხდომას გადარჩენილი ქართველი სტუდენტი ნათია ჩხეტიანი დაესწრება. ბრალდებული, რომლის მოწყობილ ტერაქტს 103 ადამიანი ემსხვერპლა, დანაშაულს აღიარებს. მოწყობილ ტერაქტს ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანი შეეწირა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მამაკაცმა თავი აიფეთქა. ინციდენტის შედეგად ბოროტმოქმედი და მისი ორი შვილი დაიღუპნენ. აფეთქებისას სახლში ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, სახლში აფეთქების ხმა ღამით გაისმა, მანამდე კი საცხოვრებელი ბი...
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სარემონტო სამუშაო 2013 წლის ზაფხულში დასრულდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ლომიძემ განუცხადა, ამჟამად თეატრში მიმიდინარეობს შიდა სამუშაო: გარემონტდა დარბაზები, ბალეტს დაემატა რამდენიმე ოთა...
9 თებერვალს, 19:00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლის "ფსიქოზი 4.48" პრემიერა გაიმართება. თანამედროვე დრამატურგის, სარა კეინის პიესის მიხდვით სპექტაკლი რეჟისორმა მაკა ნაცვლიშვილმა დადგა. "ფსიქოზი 4.48" სარა კეინის უკანასკნელი და ყვალაზე სკანდალური პიესაა. დრა...
პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ოფიციალური წერილით აშშ-ს ელჩსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომადტიურ კორპუსს მიმართავს. "მიუხედავად დემოკრატიული თანამეგობრობის არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც სულ ახლახანს დაგვირგვინდა პრეზიდენტ ობამას მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი მკაფი...
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ იგი ყოფილ ფინანსთა მინისტრ ალექსეი კუდრინს ოპოზიციონერად არ მიიჩნევს. თავის მომხრეთა წინაშე გამოსვლის დროს მედვედევმა აღნიშნა, რომ კუდრინი არის "ადამიანი, რომელიც გარკვეულ მომენტში გამოაძევეს მთავრობიდან სრულიად გასაგები ვითარების გამო"....
გასულ კვირას, საქართველოს ბანკის გლობალური სადეპოზიტო ხელწერილების (BGEO) ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე არ შეცვლილა და 13.50 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 236,000-ს გაუტოლდა. რაც შეეხება საქართველოს საფონდო ბირჟას, გარიგებები საქართველოს ბანკის (GEB, ფასი გაიზარდა 5%-ით), და ლიბერთი...
გუშინ ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტური გაიმართა. ცენტრალური მატჩი ლონდონში შედგა, სადაც ერთმანეთს „ჩელსი" და „მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. გულშემატკივარმა მოედანზე ბრწყინვალე სანახაობა იხილა. გუნდებმა ექვსი გოლი აჩუქეს მაყურებელს. მატჩი სტუმრების უპირატესობით მიმდინარეო...
აშშ საავიაციო დამრტყმელმა ჯგუფმა, ატომურ ავიამზიდთან "ენტერპრაიზ"-თან ერთად ფლორიდის შტატის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მანევრები დაიწყო, რომელთა მსვლელობის დროსაც ირანთან შესაძლო კონფლიქის სცენარი მუშავდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სწავლებ...