რუსეთში არჩევნების დღეს ჰაკერები "გააქტიურდნენ", რომლებმაც მწყობრიდან გამოიყვანეს რამდენიმე საინფორმაციო და უფლებათადამცველების ვებგვერდები. მათ შორის არ მუშაობს "კომერსანტის", რადიო "ეხო მოსკვის" საიტები, ასვე გათიშულია უფლებათადამცველი ორგანიზაცია "გოლოსის" საიტ...
ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექში გამართული რიგით მეცხრე საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული ქართული ჯგუფი "Candy" გახდა. ჯგუფმა 108 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა. ჯგუფი "Candy"-ის წევრების ასაკი 10-იდან 15 წლამდეა. ხუთივე გოგონა მომღერალია:...
დღეს, 4 დეკემბერს 12:00 საათზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით „თევზის დღე" გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიება ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N732-ის მიმდებარე ზღვის სანაპიროზე ჩატარდება. პროგრამის ფარგლებში გაიმართება თევზაობა, თევზეულის მომზადება და დაგემოვნება, მოეწყობა სხ...
დღეს, 4 დეკემბერს, "თეატრი ათონელზე" სეზონს ქეთი დოლიძის სპექტაკლით გახსნის. სპექტაკლში - "დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო" - ნანა ფაჩუაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი და ნუგზარ რუხაძე თამაშობენ. როგორც თეატრის ადმინისტრატორმა, ნატო მჭედლიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, სეზონის გახსნა სარე...
დღეს, 4 დეკემბერს, სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნები იმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნები აფხაზეთის თითქმის ყველა ქალაქშია გახსნილი. აღნიშნული არჩევნები ასევე იმართება საქართველოს მეორე, ...
დღეს, 4 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნები იმართება. ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ 95 ათას საარჩევნო უბანია გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობას 7 პარტია იღებს. საარჩევნო ბიულეტინში ისინი შემდეგი თანმიმდევრობით არიან შეტანილნი: სპრავედლივაია როსია, რუსეთის ლიბერალურ დ...
გერმანიის ხელისუფლებამ ქალაქ კობლენცის მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. როგორც ბი-ბი-სი იუწყება, ქალაქში ნაპოვნია მეორე მსოფლიო ომის ბომბი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საჰაერო სამხედრო ძალებს ეკუთვნოდა. ქალაქი უახლოეს საათებში 45 ათასმა მოსახლემ უნდა დატოვოს. მათ შორის მიმდინარეობს ორი საავადმყოფოს ექი...
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატის ალა ჯიოევას ნდობით აღჭურვილმა პირი ანატოლი ბარანკევიჩი აცხადებს, რომ ალა ჯიოევა და მისი მომხრეები საქართველოსთან საუბარს მანამ არ დაიწყებენ ვიდრე საქართველო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და ე.წ. ჩადენილ გენოციდს არ მოინანიებს. &qu...
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრისა და თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ სააკაშვილმა შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩადო და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. საუბრისას, პირველმა პირმა იმ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც...
სეპარატისტულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის წარმომადგენელი მეუფე ფროკოფი იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იგი სოხუმის კათედრალურ ტაძარში აფხაზეთის სასულიერო პირებსა და ე.წ. სახელმწიფო წმუნებულს რელიგიის ს...
2010-2011 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოლიციის 70 ახალი შენობა გახსნა და აამოქმედა. ამ დროისთვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პოლიციის ორი ახალი შენობა მოქმედებს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით და არის სრულიად გამჭირვალე. დღეს ხსენებულ რეგიო...
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეები, იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და არჩევნებში ჯიოევას გამარჯვებას არ აღიარებს დაუმორჩილებლობის გამოცხადებით იმუქრებიან. ეს განცხადება ჯიოევას ნდობით აღჭურვილმა პირმა ანატოლი ბარანკევიჩმა გააკეთა. "თუ ჩ...
გორის რაიონის სოფელ კარბში, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ დადგენილი წესების დარღვევის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე (ქალაქი ბირსკი) გენრიკ სტეპანეს ძემადოსიანი დააკავეს, რომელიც 2011 წლის 28 ნოემბერს, როკის გვირაბის გამოვლით რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალის რეგიონში შემოვიდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკა...
ისრაელის პრეზიდენტმა მიხეილს სააკაშვილს ებრაელი მოქალაქეების შეწყალებისათვის მადლობა პირადად გადაუხადა. სატელეფონო საუბარი, დღეს, შიმონ პერესის ინიციატივით გაიმართა. საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტბმა, საუბრისას, ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობასა და იმ თბილ ურთიერთობებზე გაამახვილ...
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატი ალა ჯიოევა და მისი მომხრეები ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის გადადგომას მოითხოვენ. ეს განცხადება ჯიოევის შტაბის ხელმძღვანელმა მიხაილ ხანიკაევმა გააკეთა. "არ ვაპირებთ კოკოითი 25 მარტამდე ვითბინოთ. ამ მოთხოვნას მოლაპარაკებებზე ვაყენებთ", _ ...