ერთობლივი სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის 1-ლი განყოფილებისა და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე შოთა დ. და კახაბერ ს. დააკავეს. 2012 წლის 11 დეკემბერს, შოთა დ-მ ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან 12 ...
ოსმა სეპარატისტებმა დღეს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დანარჩენი საქართველოს ციხეებში მყოფი თავიანთი ე.წ. მოქალაქეების პოლიტპატიმრებად აღიარება მოითხოვეს. ეს განცხადება მოლაპარაკებებზე ოსურ დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ გააკეთა. "სამხრეთ ო...
სტრასბურგის კინოთეატრ "ოდისეაში" ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, ქართული ფილმების კვირეული მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს მიერ წარმოებული თანამედროვე ფილმები, ასევე ქართული კინოკლასიკა. ფილმებს წარადგენენ რეჟისორები და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლე...
ხვალ, 19 დეკემბერს, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მოერემ საქართველოს ეკლესია საკვირველმოქმედ წმინდანს სამფარველოდ გადასცა. წმინდა ნიკოლოზი მთელი საქართველოს...
ხვალ, 19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისში, დიდების მემორიალის ადგილას, აქცია გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, კინორეჟისორმა, მსოფლიო მშვიდობის ელჩმა რეზო ჩხეიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მიმართა. "გიდასტურებთ ჩემს პირად პატივისცემას და გაცნობებთ, რომ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა, გა...
თმა ადამიანის სხეულზე ამცირებს კანის ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს, - შესაბამის დასკვნამდე ავსტრალიერი სპეციალისტები მივიდნენ. სამხრეთ კრივლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა 10-წლიანი კვლევის შედაგად გააანალიზეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ცხოვრობდნენ. შედეგებმა აჩვენა...
ქართველი და ე. წ. სამხრეთოსეთელი პატიმრების გაცვლა უნდა მოხდეს პრინციპით "ყველა-ყველაზე", - ეს განცხადება დღეს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ გააკეთა. "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებს ...
21 დეკემბერს გალერეა "შარდენში" ნანა ლაღიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე მინანქარში შესრულებული დეკორატიული კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი. გამოფენა გალერეა "შარდენში" ორ დღეს გაგრძელდება.
ხვალ, 19 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, მომავალ პროცესზე დაგეგმილია მოწმეების დაკითხვა. "სასამართლო პროცესზე პირველ მოწმეს სხ...
საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულება იქნება, ამის შესახებ თეა წულუკიანმა ეროვნულ არქივში, პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ჩვენებაზე განაცხადა. მინისტრის განცახდებით, საქართველოს ეროვნული არქივი ერის მეხსიერებაა და მასზე ზრ...
26 დეკემბერს ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. როგორც სახელმწიფო კანცელარიაში განმარტავენ, ბიძინა ივანიშვილი ბაქოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის არტურ რასიზადეს მიწვევით ჩადის. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ივანიშვილის შეხვედრა აზერბაიჯან...
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რიყისა და მთლიანად ძველი თბილისის განვითარების შესახებ დღეს, კიდევ ერთხელ, ისაუბრა. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა სურვილს გამოთქვამს, თბილისში...
ხვალ, 19 დეკემბერს, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება. წინა სხდომა 21 ნოემბერს გაიმართა, რომელზედაც კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 5.5 პროცენტამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის ინფორმაციით, ოქტომბერში დაბალი იყო ინფლაციისა და საბაზო ინფ...
19 დეკემბრიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციები გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებმაც შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს. როგორც ჟურნალისტებთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიხეილ ანდღულაძემ განაცხადა, აქცია 19 დეკემ...
19 დეკემბერს 10 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ლიბანის და სალხინოს ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 14 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის, სტანისლავსკის და სამტრედიის ქუჩებ...