ხუთი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ დიუნკერკის მახლობლად მიგრანტების ბანაკთან და მეზობელ ქალაქ ვორმუტში მომხდარი სროლის შედეგად. ინფორმაციას Reuters ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ფრანგი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ორი მიგრანტი და უსაფრთხოების ორი აგენტი დაიღუპა დიუნკერკის მახლობლად მდებარე ...
შევთანხმდით, გავაგრძელოთ ევროპაში ნამდვილი ლიდერების ძებნა, რომლებიც შეძლებენ მომავალ კვირას თბილისში წასვლას, საქართველოს პრეზიდენტისა და მებრძოლი ქართველების გვერდით დგომას", - წერს სოციალურ ქსელში ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილ...
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია, გუშინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. "კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე (რომელიც შეზრდილია ოცნების პარტიულ სტრუქტურაში), კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე. ინ...
პოლიციამ გუშინ ღამით აქტივისტი, ნიკო მანაგაძე დააკავა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მისი ადვოკატის, მარიამ პატარიძის თქმით, მანაგაძე იზოლატორში იმყოფება. "ნიკო არის მხნედ და გამოძინებას აპირებს", - წერს ადვოკატი.
დღეს, 15 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი. აქციები გაიმართება: 14:00 - რესტავრატორ/კონსერვატორები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოსთვის - კულტურის სამინისტრო; 16:00 - ქართველი ფანების მსვლელობა ფილარმონიიდან; 16:00 - ხელოვანების მარში - მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე; 17:00 - დამკვირვებლების მარ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გა...
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და სერბეთში ვიზიტით დაპატიჟა. ინფორმაციას სერბეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და გულწრფელად გისურვებთ წარმატებით და ყურადღებით შეასრულოთ საპა...
"სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად", - ამის შესახებ X-ზე წერს კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი. "სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მე მივესალმები მის გამბედაობას, როდესაც ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას...
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“ (ALDE) ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის არჩევას და აცხადებს, რომ საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ. "ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი და შეშფოთებულნი ვართ ახალი პრეზიდენტის "არჩევით" ამომრჩეველთა კოლეგიის მ...
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული ურთიერთობის აღდგენა ხელს შეუწყობს ბელარუსსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების ...
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. "ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა დონეზე. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთანდაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყების...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსთაველის გამზირზე მივიდა და იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავდნენ. მამუკა მდინარძემ მათ დაშლისკენ მოუწოდა. „არ შეიძლება, გთხოვთ, არ ივარგებს, უმორჩილესად გთხოვთ, წავედით, დავიშალო...
"მე რაც გადავიტანე, არ მინდა, რომელიმე დედამ ეს გადაიტანოს და რომელიმე მშობელმა", - ამის შესახებ ნათელა მაჭავარიანმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა "მე, როგორც გეგა კობახიძის დედას, მაწუხებს ის დაპატიმრებული, ნაცემი, ნაწვალები ბავშვები... არავის არ აქვს ამის უფლება. მე ...
"ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მიმავალი მოქალაქეების ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, საპროტესტო აქციაზე მდგომი პირები დღეს იმ პოლიციამ და ხელისუფლებამ გადაარჩინა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომელთაც ორი კვი...