დომინიკანელი იმიგრანტი, რომელიც 17 საათს მუშაობდა იმისათვის, რომ შვიდსულიანი ოჯახი გამოეკვება მილიონერი გახდა. ბედნიერება მას "Powerball"-ის ლატარიის ბილეთმა მოუტანა, რომელიც მან ნიუ ჯერსის მაღაზიაში შეიძინა. მამაკაცი ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ მან 338 მილიონი აშშ დოლარი მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ "The New...
ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში სულ მცირე შვიდი პოლიციელი დაიღუპა ტერორისტ -თვითმკვლელების პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. თავდამხსმელთა რაოდენობა შვიდი იყო. ერთ ერთმა მათგანმა ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა, სამი კი შენობაში...
ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ მისი კუთვნილი კომპანიის აქციებზე ფასების ვარდნა გამოიწვია. ეს ინფორმაცია მალევე იქნა უარყოფილი და ფასებმა კვლავ მატემა დაიწყო. ექსპერტები ეჭვობენ, რომ ბიზნესმენის იურისტები ამ ფაქტთან დაკავშირებით კომპენსაციის მიღებას შეძლებენ. ინფორმაცი...
"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება კიდევ 9 პატიმარმა დატოვა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 25 მარტის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სულ 10 531 ბრალდებული/მსჯავრდებული იყო განთავსებული, რაც 2012 წლის 25 მარტის მაჩვენებელთან 13 446 ერთეულით ნაკლებია. 2...
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ რაიონის გამგეობას უსასყიდლოდ 60 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის ფიცარი და კოჭი გადასცა. დაზიანებული სახლების გადახურვისთვის საჭირო ხის მასალა გუშინ გვიან ღამით დაიტვირთა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სა...
,,საგარეო საქმეთა მინისტრი რუტინულად მუშაობს", _ამის შესახებ, ,,პირველი რადიოს" პრესკლუბში სტუმრობისას საქართველოს ყოფილმა ელჩმა იტალიაში კოტე გაბაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მაია ფანჯიკიძე საუბარი უჭირს, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში მასთან მუშაობდა. „ადამიანურად მიჭირს ბევრი ლაპარაკი...
აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე ავტორიზაციის საბჭოს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.როგორც გოცირიძემ „პირველი რადიოს" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს დღეს ყველა ის უფლება უნდა აღუდგინოს,რაც ავტორიზაციის ჩამორთმევამდე ჰქონდა. მისი თქმით, იმ შემთხვე...
დღეს, 26 მარტს, 19 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აიბი - ევროკავკასიურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის საგანმანათლებლო ხასიათის ინფორმაციის გაცვლას. ეროვნული ბიბლიოთეკა აიბი - ევროკავკასიურ უნივერსიტეტს თავის საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეს დაუ...
შესაძლებელია, ნაძალადევის რაიონში ,,ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა დავითაია იყოს. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საბოლო გადაწყვეტილება მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკ...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო ენერგეტიკული ბალანსის სტატისტიკურ მონაცემებზე. აღნიშნული სამუშაო პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას პროგრამა INOGATE ახორციელებს. ამ მიზნით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით INOGATE-ის ტექნიკური სამუშაო ჯგუფი იმყოფება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ს...
PSP დაზღვევა აპრილიდან ავტოდაზღვევის პორტირებას იწყებს და ყველა ავტომობილის მფლობელს, რომლებსაც უკვე დაზღვეული ჰყავთ ავტომობილი ნებისმიერ სადაზღვევო კომპანია ში, სთავაზობს ავტოდაზღვევის პორტირებას 10-30% უფრო იაფად. ავტოდაზღვევის პორტირება ძალიან მარტივია და დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. დაინტერ...
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ორიენტირებით სირბილში პირად გუნდური პირველობა გაიმართა. შეჯიბრი კოჯორში I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ჩატარდა. ასპარეზობაში შეიარაღებული ძალების თითოეული ქვედანაყოფიდან, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტიდან და თავდაცვის ეროვნული აკადემიიდან ორ-ორი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ...
ნიდერლანდებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპატიო კონსულების ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ამსტერდამში საქართველოს საპატიო კონსული ჰაის დე იახერი, როტერდამში კი ნიკოლას დე ბორსტი იქნება. საპატიო კონსულების სიგელები ჰაის დე იახერსა და ნიკოლას დე ბორსტს საგ...
ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის გარდაცვალების გამო. ,,მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის იოსებ კეჭაყმაძის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობ მის ოჯახს და მთელ საქართველოს.იოსებ კეჭაყმაძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი საგანძური შესძინა ქართულ მუსიკას. მი...
დღეს, 26 მარტს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პოლიტიკური და პარტნიორობის კომიტეტის დონეზე. კომისიის სხდომაზე მოხსენებით წარსდგება საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. სახალხო დამცველის მოხსენების თემაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არ...