30-მა დევნილმა ოჯახმა დღეს ტყიბულში ახალმოსახლეობა იზეიმა. დევნილებს ბინის გასაღები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ გადასცა. როგორც დევნილები აცხადებენ, გახარებულები არიან, რომ 20 წლის შემდეგ საკუთარ ჭერს ეღირსნენ. ...
ბრაზილიაში საპროტესტო აქციები განახლდა. ამჯერად მანიფესტანტების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა დღეების განმავლობაში. ბრაზილიაში მიმდინარე პროტესტის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. რიოში კოპაკაბანას პლაჟზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, ისინი აპროტესტებენ ცვლილებას კანონმდებლობაში, რომლის...
პაკისტანის პროვინცია გილგიტ-ბალტისტანში, რომელიც კაშმირის სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს, შეიარაღებული ბოევიკები ალპინისტების ბანაკში შეიჭრნენ და 9 უცხოელი ტურისტი და მათი გიდი მოკლეს. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილებს შორის 5 უკრაინელია, 3 ჩინეთისა და ...
ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში რამდენიმე მიზანზე საჰაერო შეტევა განახორციელა. ისრაელის თავდაცვის არმიის პრეს-სამსახურის განცხადებით, აღნიშნული იერიში არის პალესტინელების სარაკეტო შეტევის საპასუხო ქმედება. „ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მრავალრიცხოვანი სარაკეტო შეტევის საპასუხოდ, სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში მიიტ...
«Какя сука разбудила ленина, кому мешало, что ребёнок спит?» ნ. კორჟავინი ექს-შინაგან საქმეთ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო სხდომაზე ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი რამ თქვა, შემდეგ კი ტექსტად გააფორმა და გამოაქვეყნა: „საქართველოში იწყება უღიმღამო ხანა . . . ." აქ საკვანძო ტერმი...
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ესტონური გამოცემა " Postimees"-თან ინტერვიუში განაცხადა. „კარგი გუნდი გვყავს, ჩვენს შორის არჩეული იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და მაქვს იდეა იმასთან დაკავ...
,,ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არჩევნებისა და პოლიტიკურ ვითარების მიმართ უნდობლობას და საერთო სკეპტიციზმს გაზრდის", _წერს ,,ფეისბუკის" გვერდზე საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ესტონური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს კომეტირებისას. მისივე გ...
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 45 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. ,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, დაჭრილი წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს. მას ცივი იარაღით ერთი სასიკვდილო ჭრილობა ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული. ...
,, თუ ივანიშვილისნაირი წონიანი ფიგურა პოლიტიკიდანწავა ,,ნაციონალურ მოძრაობა" ისევ აღდგება", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პრემიერ-მინისტრის მიერ ესტონური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას. მისვე განცხადებით, შესაძლებელია, რომ ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვ...
24 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინსტიტუტის ახალი კურსი იწყება. ღონისძიებას ოფიციალურად გახსნიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი. პროგრამა საქართველოს ფინანსთა ს...
დღეს, 24 ივნისს, „საქსტატი" საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებულ მაჩვენებლებს გამოქვეყნებს. „საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3881 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩ...
დღეს, 24 ივნისს, სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და თრიალეთის ქუჩის მაცხოვრებლებს. აგრეთვე 11 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეე...
დღეს 24 ივნისს, 9:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს შემოსავლების სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საერთაშორისო სარკინგზო ტრანსპორტის კომიტეტის მხარდაჭერით, სასტუმ...
დღეიდან, 24 ივნისიდან, ისრაელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედეიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინის...
ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მთელ რიგ რეფორმებს გაატარებს. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რეფორმებით ბრაზილიელები კმაყოფილები დარჩებიან და საპროტესტო გამოსვლებიც შეწყდება. დილმა რუსეფი მოსახლეობას დაპირდა, რომ ძირეულ რეფორმებს გაატარებს სა...