,,ბატონ ბიძინასგან განსხვავებით, სატელეფონო საუბარზე საჯაროდ საუბარს თავს ვარიდებ", - განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა კობა დავითაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მის საკითხს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს. ,,ბატონი ბიძინა დამიკავშირ...
თბილისში ბუნებრივი აირით დედა და მისი ორი შვილი მოიწამლა. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 57 წლის ქალი და მისი 2 შვილი მიიყვანეს. მოწამვლა არასწორად დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია. სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი ორი მოქალაქე: ელგუჯა ხუდაშვილი და გულშატ საფაროვა დააკავა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეაჩერეს ისრაელის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ელგუჯა ხუდ...
ბოსტონის ტერაქტში ბრალდებულმა ჯოჰარ ცარნაევმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს განუცხადა, რომ განხორციელებული დანაშაულის მთავარი იდეოლოგი მისი ძმა ტამერლანი იყო. ტამერლანი პოლიციასთან შეტაკებისას მოკლეს. ცარნაევის განცხადებითვე, ძმები მარტო მოქმედებდნენ და ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი არ აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას &b...
სირიის პროვინცია ალეპოში შეიარაღებულმა ადამიანებმა ორი ეპისკოპოსი, ბერძნულ-მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი პავლე იაზიგი და სირიის ეკლესიის წარმომადგენელი - გრიგორი იბრაჰიმი გაიტაცეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სანა" იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, ამბოხებულთა ჯგუფი სოფელში შეიჭრა, სადაც მ...
ნიკარაგუაში, ვაშინგტონის დაწყებითი სკოლის ყოფილი მასწავლებელი დააკავეს, რომელსაც ბრალი ედება ბავშვთა პორნგრაფიის დაზადებასა და შენახვაში. გასული წლის აპრილიდან 31 წლის ერიკ ჯასტინ ტოტი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ძებნილთა სიის ათეულის სათავეში აღმოჩნდა. ადრე ამ ადგილს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამ...
დღეს, 23 აპრილს, 14:00 სთ-ზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ქართველი სპეციალისტების მიერ იშხანზე შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ. სამინისტროს ინფორმაცით, პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარ...
დღეს, 23 აპრილს, პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მიერ ინიცირებული ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ კანონპროექტის ბოლო მოსმენა გაიმართება. კანონპროექტის პარლამენტის მიერ განხილვა საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართა. თუმცა აქციებს მართავდნენ მისი მიღების მომხრებიც. პარლამენტის ორივე პალატა...
დღეს, 23 აპრილს, 19:30 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება თამარ ლიჩელის წიგნის "თენგიზ ამირეჯიბი" პრეზენტაცია. წიგნი ეძღვნება უდიდეს ქართველ პიანისტსა და პედაგოგს, თენგიზ ამირეჯიბს. წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, გაიმართება მუსიკალური საღამო, რომელშიც პიანისტ თამარ ლიჩელთან ერთად მონაწილეობა...
დღეს, 23 აპრილს, 15:00 საათზე, მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის - უილიამ შექსპირის (1564-1616) დაბადებისა და გარდაცვალების დღეს, რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში მოეწყობა ამერიკელი რეჟისორისა და დრამატურგის - რობერტ ვილსონის „სონეტების" სრული ვერსიის ჩვენება. წარმოდგენა აგებულია შექსპირის სონეტებზ...
დღეს,23 აპრილს სასტუმრო „RadissonBluIveria"-ში საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმის ორგანიზატორები არიან ჩინეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და საპარტნიორო ფონდი. ღონისძიებას 40-მდე ჩინური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ისინი გაეც...
დღეს, 23 აპრილს 10 საათიდან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, სამღერეთის, წერონისის, ჟღენტის და ლაითურის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 18 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუ...
დღეს, 23 აპრილს, სასტუმრო „ამბასადორში" „თეგეტა მოტორსისა" და მისი შვილობილი კომპანიის „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის" ორგანიზებით გაიმართება მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Shell-ის სემინარი „Shell"-ის პრემიალური საცხებ-საპოხი მასალების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება ეწყობა „თეგეტა ...
დღეს, 23 აპრილს, 10:00 საათზე, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საარტილერიო ქვედანაყოფების შემფასებელთა საბრძოლო სროლები გაიმართება. თავდაცვის სამინიტრსო ინფორმაციით, საჩვენებელ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დაესწრე...
დღეს, 23 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას დაესწრება და სიტყვით გამოვა. მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს. ევროსაბჭოს საპა...