ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და მის შემოგარენში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, უკანასკნელი ინფორმაციით, 30 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით მძიმედ დაშავდა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. ასაფეთქებელი მოწყობილობების დიდი ნაწილი იმ რეგიონებში ამოქმედდა, სადაც მცხოვრები მოსახლეობის უმეტეს ...
რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის" პაკისტანის მოძრაობა ახალ დანაყოფს ქმნის, რომლის დანიშნულებაც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმების განხორციელება იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. თალიბების მიერ გავრცელებული მიმართვის თანახმად, აღნიშნული ქმედება არის პასუხი საერთაშორისო...
ოფიციალური მოსკოვი აპირებს სრულად შეასრულოს სირიასთან ადრე გაფორმებული კონტრაქტები, რომლებიც ითვალისწინებენ დამასკოსთვის შეიარაღების მიწოდებას ქვეყნის საჰაერო თავდაცვითი პოტენციალის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. „ჩვენ გაფორმებული გვქონდა კონტრაქტები და ეს ვალდებულებები შეს...
იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. განაჩენი ძალაში შევა თუ კანონით გათვალისწინებულ ვადაში ბერლუსკონი განაჩენის გასაჩივრებით ...
თამარ გვერდწითელი და თბილისის ბიგ ბენდი ქუთაისელი მსმენელის წინაშე წარდგებიან. 2013 წლის განმავლობაში ორგანიზაცია „Art Transfer"-ი, საქართველოს სამ ქალაქში აწყობს მუსიკის ფესტივალს პროექტის "EU Cultural Factory" ფარგლებში ევროკავშირის ეგიდითა და დაფინანსებით. მუსიკალური ფესტივალ...
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1993 წელს დაბადებული დავით ჭ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულმა, გვიან ღამით, თბილისში, არაყიშვ...
დღეს, 25 ივნისს, "პოპის მეფის", მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან ოთხი წელი შესრულდა. ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და სიმღერების ავტორი - მაიკლ ჯექსონი 1958 წლის 29 აგვისტოს ინდიანას შტატში, ქალაქ გარში დაიბადა. 6 წლის ასაკში მაიკლი უკვე კარგად ცეკვავდა და მღეროდა. 11 წლის ასაკში მაიკლი საოჯახო ...
25 ივნისს 11 საათიდან 15 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, ახუნდოვის, აბანოს, გორგასალის, ბოტანიკის, ლესელიძის და დიუმას ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 27 ივნისს 10 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: კრწანისის ქუჩი...
ავტომობილის ოპტიმალური ფუნქციონირების, სიჩქარისა და მაქსიმალური გაწევის მოყვარულთათვის „რომპეტროლმა" საქართველოს ბაზარზე პრემიუმ კლასის ახალი საწვავი Efix S შემოიტანა. ახალი პროდუქტის დანერგვასთან დაკავშირებით „რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტი და რუმინეთიდან საგანგებოდ ჩამოსული წარმომადგენელი მიჰაე...
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის და რეკლამირების მიზნით, მიმდინარე წლის 25 ივნისს, მონაწილეობას მიიღებს ისრელში, ქალაქ თელავივში დაგეგმილ ბიზნეს ფორუმში. აღსანიშნავია, რომ ისრაელი საქართველოსთვის პირველად მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. 2012 წელს განხორციელე...
დღეს, 25 ივნისს, 18:00 საათზე, "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი" აწყობს პოეტისა და არტისტის, გიორგი ბუნდოვანის პოეზიისა და მის მიერ ჩამოყალიბებული არტ-ჯგუფ "სტიგმატის" ბოლო პერიოდის 3-4 ახალი მინიარტფილმის ("ვიდეოაკციონიზმი/კინო-პოეზია") ჩვენება-საღამოს. გიორგი ბუნდოვანის შემოქ...
დღეს, 25 ივნისს, უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ვილკული საქართველოს ეწვევა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თბილისში ვიზიტისას ვილკული შეხვედრებს გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან კახი კალაძესთან. იმავდროულად დაგეგმილია ვილკულისა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაც. ვილკული მონაწილეობა...
დღეს, 25 ივნისს, თელ-ავივში სასტუმრო "Hilton"-ში საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და ისრაელის ექსპორტისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებას გახსნის საქართვე...
ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, რომელიც ასევე აკრედიტებულია ახალ ზელანდიასა და სამოაში, რწმუნებათა სიგელი გადასცა ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეპელი ნაილატიკაუს. საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ გაიმართა პროტოკოლით გათვალისწინებული პირისპ...
სამეგრელოში აღმოჩენილი ფარული იარაღის სამალავები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებას არ ეკუთვნის.ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყველა ტიპის შეიარაღება, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებებიც, რაც აუცილებელია საქართველოს თავდაცვ...