პენიტენციურ სისტემაში ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია. პირველადი მონაცემებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საარჩევნო უფლებით 458 მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა ისარგებლა. მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების გარდა საპრეზიდენტო არჩევნებში სასურველ კანდიდატს ხმა უწყების 1196-მა თანამშრომელმაც მისცა. სასჯელაღს...
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ეგზიტპოლების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და წინასწარ მონაცემებს ფალსიფიცირებულს უწოდებს. "მოხდა შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ 2 კრიმინალურ ძალას, "ოცნებას" და "ნაცებს" შორის, როგორც ვვარაუდობდით. შედეგ...
პოლიტილოგი რამაზ საყვარელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ეგზიტპოლების შედეგების შეფასებისას აცხადებს, რომ უფრო დაძაბულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოელოდა და ვარაუდობდა, რომ მეორე ტური გაიმართებოდა. ,,ველოდი რომ საპრეზიდენტო არჩევნები უფრო დაძაბული იქნებოდა, თუმცა სასიამოვნოა რომ პირველსავე ტურში გადაწყდა ყველაფე...
ავღანეთში, ერედვის საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული შედეგებით "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. ავღანეთის სპეცუბნებზე ჩატარებული არჩევნების შედეგებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ წუთებში ითვლიან. ერედვის და ლეზერნეკის საარჩევნო უბნებიდ...
,,ივანიშვილმა შეგვკრიბა დიდი ლაშქარი ამ გამარჯვებისთვის და ამ ლაშქარმა უნდა გააგრძელოს ბრძოლა ქვეყნის ასაშენებლად", _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას. მისივე განცხადებით საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი. ,,მინდა კოალიციის წარმომადგენელ ყვე...
,,ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ თავისუფალი ერი თავისუფლად ირჩევს თავის ხელმძღვანელობას", _მიმართა კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს. მარგველაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ ივანიშვილ...
,,საქართველოში წყვდიადის და რეგრესის ძალები ვერ გაიმარჯვებენ, ფეხს ვერ მოიკიდებენ", _განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შედეგების შეფასებისას. მისივე განმარტებით, საქართველოს აქვს ძალიან კარგი მომავალი. ,,დარწმუნებული ვარ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველო შეუქცევადად მიდი...
,,ვინც შედეგებით უკმაყოფილოა მინდა ვუთხრა ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს", _განაცახადა მიხეილ სააკაშვილი ტელემიმართვისას. როგორც სააკაშვილმა განაცხადა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა ,, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა საქართველომ აირჩია ახალი პრეზი...
,,ეს იყო ნამდვილი ევროპული სტანდარტების არჩევნები", _განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას. მისივე განმარტებით, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. ,, მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს დ...
"მე დღეს მთელ საქართველოს მინდა მივულოცო, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები შედგა,"- ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ დღეს ჩატარებული არჩევნების კომენტირებისას ისაუბრა. საგანელიძემ კოალიცია "ქ...
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მეორე ტურთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოუხადა. როგორც ივანიშვილმა ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი ხალხის მიმართვისას განაცხადა, ის ყოველთვის ქვეყნისა და ხალხის სამსახურში იქნება. ივანიშვილმა ქართველ მოსახლეობას ...
,,დღეს მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ვართ ფუნდამენტურად დემოკრატიული საზოგადოება", _განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიიამ საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას. მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი ამოცანა უკვე შეასრულა და არჩევნები მშვიდ თავისუფალ გარემოში ჩაატარა. ,, მი...
უკრაინული კომპანია SOCIS-ის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლში მონაწილეობაზე შემთხვევით შერჩეული რესპოდენტების 37%-მა უარი განაცხადა, რის გამოც, შესაძლოა, კვლევის რეალური შედეგი გარკვეულწილად განსხვავებული აღმოჩნდეს. კომპანია SOCIS-ისმა საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" და გაზეთ "პრემიერის" დაკვეთით მთელი ...
,,გიორგი მარგველაშვილს ვუსურვებ გაამართლოს ხალხის ნდობა", _განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქარაძემ ეგზიტპოლების შედეგებს კომენტირებისას. მისივე განმარტებით, არჩევნების შედეგები მთლიანობაში უკვე ნათელია და ცესკო-ს მონაცემები მნიშვნელოვან გარდატეხას არ მოახდენს. "ეგ...
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. ,, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში, თავისუფლად ჩატარდა. რაშიც ეჭვი არავის არ ეპარებოდა ყოველგვარი ეგზიტპოლების გარეშე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ...