დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ე. წ. ,,ისლამისტური სახელმწიფოს" შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად ერაყში 400-ს ნაცვლად 100 სამხედრო პირს გაგზავნის. ასეთი გადაწყვეტილება ინგლისის მთავრობამ ბრიტანეთის პარლამენტის არჩევნების წინ მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით მიიღო. ამის...
ნათლისღების დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში 38-ე საყოველთაო ნათლობა იმართება და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1036 ბავშვი გახდება. უწმინდესს ტაძარში 20:00 საათისთვის ელოდებიან და ნათლულებს დალოცავს. პატრიარქისგან ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, ჯვარი და პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ. დღეისთვის სრუ...
უკრაინა რუსეთს მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის გრაფიკზე ხელმოწერას და 19 იანვრიდან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. ,,უკრაინა განუხრელად იცავს მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტს და რუსეთისგანაც იგივეს ითხოვს. 13 ნოემბერს მხარეებმა ხელი მოაწერეს სამუშაო დოკუმენტს, რომელ...
ბრიუსელში, ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოაგვაროს. ,,რუსეთის მოქმედებებზე შესაბამისი რეაქციების პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის ხანგრძლივი სტაბილიზებისთვის სათანადო სტრატეგია უნდა შ...
რუსეთის მიმართ ამოქმედებული სანქციების გადახედვას და შესაძლო გაუქმებას უკრაინა იმ შემთხვევაში დასთანხმდება, თუ მოსკოვი უკრაინისთვის მიეყენებულ ყველა ზარალს აანაზღაურებს. ასეთი პოზიცია დააფიქსირა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტში, რომელიც საგარეო საკითხებში ევროკავშირის მიერ გასამართ სხდომ...
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ნათლისღების დღესასწაული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა. სამხედრო მოძღვარმა წყალკურთხევის ცერემონიალი ჩაატარა და ბატალიონის პირ...
გროზნოში ისლამოფობიის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა მილიონამდე ადამიანმა მიიღო. გრანდიოზული საპროტესტო აქცია ჩეჩნეთის დედაქალაქში ხელისუფლების ინიციოატივით გაიმართა. მიტინგში მონაწილეობას მუსლიმი სასულიერო პირებიც იღებდნენ. აქციის მონაწილეებს სიტყვით ჩეჩნეთის პრეზიდენტმაც მიმართა. რამზან კადიროვმა მუჰამედ წინ...
საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველს სამხედროს თამაზ სუხიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს. როგორც მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს მთავრობა დაეხმარება. მინისტრის განმარტებით, დიპლომატიური უწყება სუხიაშვილის საქართველოში გადმოსვენებაზე აქტიურად მუშაობს. "სახელმწიფო გვერდზე დაუდგება ოჯახს. მინდა კ...
ევროპის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია Deutsche Telekom -ი გერმანიაში ქსელის განვითარებისთვის ხარჯების ზრდას გეგმავს. ოპერატორი მზადაა მობილური კავშირისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში, 2016-2022 წლებში, 23,5 მლრდ ევროს ინვესტიცია ჩადოს. გეგმის მიხედვით კი 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით Deutsche ...
2016 წლისთვის პლანეტის უმდიდრესი მოსახლეობის 1 % -ი იმაზე მეტი სიმდიდრის მფლობელი იქნება, ვიდრე დანარჩენი 99 %-ის ქონება. ასეთი გაფრთხილებით ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ი გამოვიდა. ორგანიზაცია ცდილობს, დავოსში მსოფლიოს საერთაშორისო ფორუმის გამართვამდე, რომელიც ყველაზე გავლენიან ადამიან...
ბათუმში ბიზნესმენ ირაკლი ფარცვანიას ავტომობილი დაწვეს. მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს. დამწვარი ავტომობილი მეზობლებმა იპოვეს. მათი განმარტებით, აფეთქების ხმა არ გაუგიათ, თუმცა დამწვარი მანქანის გვერდით ბენზინით სავსე ბოთლები ნახეს. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. მომხდართან დაკავშირებით მ...
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მესამე, 6.5 კილომეტრიან მონაკვეთზე, გზის მარჯვენა (ფონიჭალა-რუსთავის) მიმართულებით ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება უკვე დასრულებულია. ჩატარებული სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა მუნიციპალური განვითარების ფ...
20-21 იანვარს ქ. ბრიუსელში ევრონესტის კომისიის სხდომა გაიმართება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საკანონმდბელო ორგანოდან აცნობეს კომისიის სხდომაში მონაწილეობას პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი მიიღებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან. კომისიის სხდომაზე...
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნორვეგიის სამეფოს ახალი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, ბარდ ივარ სვედსენი მიიღო.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საკანონმდბელო ორგანოდან აცნობეს შეხვედრისას საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობას შეეხო, რაც ...
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სოხუმის რაიონის სოფელ კამანში წმინდა ვასილისკის წყაროზე წყლისკურთხევის ცერემონიალს ასობით მორწმუნე დაესწრო. მათ შორის არამარტო აფხაზები, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მართლმადიდებლური ეთნოსის სხვა წარმომადგენლები და რუსეთიდან ჩასული სტუმრებიც იყვნენ. წყლისკურთხევის ...