ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, "არ არის საჭირო ზედმეტი სენტიმენტალური დამოკიდებულება დამნაშავეებისადმი". როგორც გარემოსდამცველმა „იმედისკვირის“ ეთერში განაცხადა, მომხდარი სტიქიის შედეგებზე პასუხისმგებლობა არის გადასანაწილებელი წარსულ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის. "სწორედ სამართლიანობისათვის, არ არის საჭირო ზედმეტი სენტიმ...
დრამატურგმა ლაშა თაბუკაშვილმა შეაქო ხელისუფლების მოქმედებები სტიქიური უბედურების დროს. როგორც რუსთაველის პრემიის ლაურეატმა "იმედის კვირის" ეთერში განაცხადა, „ხელისუფლებამაც კი ადამიანური სახე წარმოაჩინა“. „პირველად ვაქებ ხელისუფლებას, ხელისუფლებამაც კი ადამიანური სახე წარმოაჩინა. რა თქმა უნდა...
მომღერალი ნანი ბრეგვაძე სტიქიაზე საუბრისას „იმედის“ პირდაპირ ეთერში ატირდა. ემოციებთან გამკლავების შემდეგ მომღერალმა მომხდარი ტრაგედიის გამო წუხილი გამოთქვა: „მე ძალიან მიჭირს საუბარი, ძალიან განვიცადე. ყველას უყვარს თავისი თბილისი. ასე რომ დამენგრა... ის გაუბედურებული ხალხი და ბავშვები, რომლებიც ამ უბედურებამ...
გია გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ „ციხეში მჯდომი გიგი უგულავაც არავიზე ნაკლებად არ განიცდის სტიქიის შედეგებს“. ამის შესახებ უცნობმა „იმედის კვირაში“ განაცხადა. „ყველანი ერთნაირად განვიცდით ამას [სტიქიის შედეგებს]. თუნდაც ციხეში მჯდომი გიგი უგულავაც არავიზე ნაკლებად არ განიცდის...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მარნეულში საავიაციო ბრიგადას ესტუმრა. მინისტრთან ერთად მარნეულში გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერგო ძაგნიძე იმყოფებოდნენ. მარნეულის მუნიციპალიტეტში გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ საავიაციო ბრიგად...
უცნობმა „იმედის კვირის“ ეთერში უპასუხა შეკითხვას, თუ სად იყვნენ ძმები გაჩეჩილაძეები სტიქიის დროს. როგორც მან განაცხადა, „ძმები გაჩეჩილაძეები იყვნენ ზოოპარკში და ებრძოდნენ სტიქიურ უბედურებას“. „იმ ღამეს ძმები გაჩეჩილაძეები იყვნენ ზუსტად ზოოპარკში, ებრძოდნენ ძალიან დიდ წ...
ვეფხვის მიერ მოკლული ოთარ ცუხიშვილი მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში დღეს დაკრძალეს. 43 წლის ოთარ ცუხიშვილს ალბინოსი მტაცებელი თავს "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიის მახლობლად საწყობში, 17 ივნისს დაესხა. მომხდარზე გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკრძალვის ხარჯები მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო....
თბილისში, 13 ივნისს მომნხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭებათ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძუილებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სვანიძის ქუჩაზე ყოფნისას განაცხადა. სოზარ სუბარის განცხადებით, უკვე სრულად არის ცნობილი 20 ოჯახის ზარალ...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ საერთაშორისო კონფერენცია "აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა" ჩატარდება. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები...
სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების შესახებ სიტუაცია კვლავ უცვლელია. ამ მომენტისთვის დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი. საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 21 ივნისს ღამის 12 საათიდან მოყოლებული სულ დაფიქსირებულია 15 გამო...
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძისთვის გაურკვეველია, სტიქიით დაზარალებულებს საბანკო სესხებს ბანკები ჩამოაწერენ, თუ მთავრობა დაფარავს დონორებისგან მიღებული ფულით, - ამის შესახებ გოცირიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე აცხადებს. ,,მთავრობამ სიამაყით გვამცნო, რომ სტიქიით დაზარალე...
პატრიარქის ინიციატივას ,,ყოველათა ქართველთა კონგრესის” მოწვევასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ჯგუფები უერთდებიან. „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები და წევრები მოხიბლული ვართ და ვიზიარებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას, სვეტიცხოვლობას სრულიად ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოწვევის ...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას ეხმიანება და „ყოველთა ქართველთა კონგრესის“ ჩატარებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს "მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არის შე...
21 ივნისს, სატუმრო „თბილისი-მარიოტში“, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის(BSTDB) მმართველთა საბჭოს მე-17 ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, BSTDB-ის მმართველი საქართველოს მხრიდან გიორგი ქადაგიძე თავმჯდომარეობდა. „საქართველოს ეროვნული ბანკი და ქვეყნის მთა...
დღეს დილიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები სტიქიის შედეგად დაზარალებულ კიდევ ერთ ლოკაციაზე ჩაერთვნენ. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე დიღმულამ სოფელ დიღმის ნაწილი დატბორა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, სოფელ...