ფიფას გარშემო აგორებულ კორუფციულ სკანდალს რუსეთის მთავარი ლიბერალი გამოეხმაურა. ვლადიმერ ჟირინოვსკის თქმით, ფიფას მაღალჩინოსნების დაკავება წმინდა წყლის პროვოკაციაა, რომელიც იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ არის მიმართული. „თუ დაკავება უნდოდათ, ისინი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე უნდა დაეკავებინათ და არა 2 დღის წი...
არჩევნები კორუფციული სკანდალის ფონზე. ფიფაში დღეს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. მსოფლიო საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტის პოსტისთვის მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი იბრძვიან. არჩევნებამდე 2 დღით ადრე შვეიცარიის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი...
ფიფას პრეზიდენტის გადადგომას მხარს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც უჭერს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ დევიდ-ქემერონის პრეს-მდივანმა განაცხადა. მანამდე ბლატერს პოსტის დატოვებისკენ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა მოუწოდა. ამის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რის გამოც ფიფას რამდენიმე მაღალ...
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 29 მაისის 10:00 სთ-დან 10 ივნისის 10:00 საათამდე ...
ფიფას მაღალჩინოსანთა დაკავება ჟურნალისტ ენდრიუ ჯენინგსის დამსახურებაა. შოტლანდიელი ჟურნალისტის მტკიცებით, ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს კომპრომატები სწორედ მან მიაწოდა. ჯენინგსის თქმით, მას კომპრომატები კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანზე აქვს, მთავარ სამიზნეს კი მისთვის ფიფას მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი წარმო...
მორიგი ტერორისტული აქტი უკრაინის დედაქალაქში. აფეთქება გვიან ღამით მეტრო-სადგურ მინსკაიას მიმდებარე ტერიტორიაზე გაისმა. ტერორისტთა სამიზნე როშენის მაღაზია გახდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია როშენი დღემდე პრეზიდენტ პოროშენკოს მფლობელობაშია.
ავღანეთის სამხედრო მისიისთვის შეერთებული შტატები რუსეთის ტერიტორიას სატრანზიტოდ აღარ გამოიყენებს. ოფიციალური განცხადება პენტაგონმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. საბრძოლო მისია შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში 2014 წელს დაასრულა. ამჟამად ავღანეთში 10 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე რჩება.
კორუფციაში ბრალდებული ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ტრინედადი და ტობაგოს ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯეკ უორნერს ბრალდება 8 მუხლით წაუყენეს. მას ბრალად კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა, ფულის გამოძალვასა და თაღლითობა ედება. ანალოგიური ბრალდებით შვეიცარიის პოლიციამ 2 დღის წინ ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დ...
პარიზის სასამართლომ 43 წლის ზაკია მედკურს წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ყოფილი საყვარლისთვის თავისუფლების შეზღუდვა და მისი წამება ედება. როგორც ძიებით გაირკვა, 37 წლის მაქსიმ გაჟე მედკურს ერთი წლის განმავლობაში სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი და სადისტური მეთოდებით აწამებდა. ...
ფაშისტური გერმანიის სატანკო დივიზიის ყოფილი ლეიტენანტი გერჰარდ ზომერი სასამართლოს წინაშე აღარ წარსდგება. 93 წლის ყოფილ ოფიცერს გონებრივად ჩამორჩენილობის დიაგნოზი დაუსვეს. ზომერს ბრალად იტალიის სოფელ სანტ ანა დი სტაცემში 1944 წელს 560-მდე ადგილობრივი მცხოვრების მკვლელობა ედება. დაღუპულთა შორის 119 ბავშვი...
უეფას პრეზიდენტმა ფიფას პრეზიდენტს გადადგომა სთხოვა. ამის შესახებ მიშელ პლატინიმ ჟურნალისტებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე აცნობა. „მე მას ვთხოვე, რომ პოსტი დაეტოვებინა. მან კი ყურადღებით მომისმინა და მითხრა, რომ უკვე გვიანია,“-განაცხადა პლატინიმ. კორუფციაში ბრალდებული ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი შვეიცარიის პოლიციამ აშშ-ს ...
იოზეფ ბლატერი ფიფას მაღალჩინოსანთა ქმედებებს გმობს. მისი თქმით, კორუფციული სკანდალის გამო მსოფლიო საფეხბურთო ასოციაციის იმიჯი სერიოზულად შეილახა. „მათ ჩვენ შეგვარცხვინეს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას მუდმივად ვერ აკონტროლებ,“-აღნიშნა ბლატერმა. კორუფციაში ბრალდებული ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი შვეიცარიის პოლიციამ აშ...
იაპონიაში მოქმედმა ვულკანმა გაიღვიძა. კუტინო-ერაბუს კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა. მოსალოდნელი საფრთხის გამო მთისძირა დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში სრიქიის ზონა 2 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ტეხასსა და ოკლაჰომაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობამ 23 ადამიანი იმსხვერპლა, 15 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სინოპტიკოსთა ვარაუდით, უამინდობა ამერიკის ცენტრალურ შტატებში კიდევ ერთ კვირას გასტანს.
ტერორისტული აქტების სერია ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ბაღდადის სასტუმროები გახდა. აფეთქებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.