13 ივნისს მომხდარსტიქიით გამოწვეულ ტრაგედიას, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, უმრავი კომპანია გამოეხმაურა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 20 - ზე მეტი კომპანიის მიერ 2 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირ...
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. რიგგარეშე სხდომა 16 ივნისის 18:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე შემდეგ საკითხებს განიხილავენ: „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენები...
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 15 ივნისის 20:00 საათიდან სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 40-მდე დაშვებულმა. ამ ეტაპზე კლინიკებში რჩება 6 პაციენტი. პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა. ,,ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, „სამოქალაქ...
თბილისის ზოოპარკის რეაბილიტაციის გეგმის შესამუშავებლად ისრაელიდან ჩამოსული სპეციალისტები უკვე საქართველოში იმყოფებიან. დოქტორი იგალ ჰოროვეცი რამატ გან საფარიდან და ავნი მაგენი იერუსალიმის ზოოპარკის სპეციალისტი საქართველოში წუხელ ჩამოვიდნენ არსებულ სიტუაციაში დახმარების გასაწევად და თბილისის...
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ბათუმის აეროპორტი” შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რეისით სტამბოლი-ბათუმი ჩამოფრინდა თურქეთის მოქალაქე ე.დ., რომლის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედ...
გმირთა მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა. ბუნებრივი აირი ჰაერში დიდი წნევით გამოედინება. ადგილზე გამოძახებულია სახანძრო ბრიგადები, ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებმაც ბუნებრივი აირი უნდა გადაკეტონ და გახეთქილი მილის რეაბილიტაცია მოახდინონ. ტერიტორია, სადაც ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა, გმირთა...
ზოოპარკში, გაწმენდითი სამუშაოების დროს, გაზის მილს ხე დაეცა და დააზიანა. ადგილიდან საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია განახორციელა. მათი თქმით, გაწმენდითი სამუშაოები სპეციალისტების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ განახლდება. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და სახანძრო ბრიგადა.
საქართველოში 2015 წლის 11 ივნისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 5024 შემთხვევა. პაცინტებს შორის 3705 - მამაკაცია, ხოლო 1319 - ქალი. მათი უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგი...
ჩუღურეთში, ჩეჩელაშვილის ქ. #74 -ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც დაზიანდა სახლის კედელი და სახურავი, დაბზარულია კედლებიც. კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის...
კომპანია ,,ლილო მოლი“ სამძიმარს უცხადებს თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და უერთდება ქართველ ქველმოქმედთა ინიციატივას, შეძლებისდაგვარად, ოპერატიულად დაეხმაროს დაზარალებულებს. ,,ლილო მოლის“ ორგანიზებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, სადაც შეგროვდება მეწარმეთა მიერ შემოწირული ტანსაცმელი და სხვა საყოფაცხოვ...
სააპელაციო სასამართლომ ე.წ კაბელების საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო. ამის შესახებ, მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საგამოძიებო უწყების განმარტებით, 15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემდგომმა და ამ შემთხვევაში საბ...
კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი თბილისში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს 110,000 ლარით დაეხმარება. „გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს ამ საშინელ ტრაგედიას, რომელიც გამოწვეული იყო წყალდიდობით თბილისში. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადამიანი სტიქიას ...
მაშველებმა მდინარე ვერეს ხეობაში კიდევ ერთი მანქანა აღმოაჩინეს. ჯერჯერობით, უცნობია ,ML”- ის მარკის ავტომანქანაში იმყოფება თუ არა გარდაცვლილი ადამიანი. ადგილზე ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას მანქანის ამოსაყვანად, რადგან მას ე.წ. სინკარი აქვს დაცემული, რაც სამუშოებს ართულებს. შეგახსენებთ, რომ თბილის...
ამ დროისათვის ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია, -ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია მარჯვენა სანაპიროზე, სადაც მოძრაობა ორმხრივად არის დაშვებული. აღდგა მოძრაობა, ასევე, თამარ მეფის გამზირიდან კოსტავას ქუჩისა...